როგორც მამა: 11 წლის კრიშტიანუ რონალდუ უმცროსმა კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან გააფორმა
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანის უფროსი ვაჟი, 11 წლის კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი ახლა მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების ოფიციალური საიტი იტყობინება. ჯორჯინა როდრიგესმა, ფ ეხბურთელის საცოლემ ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზეც დაწერა.
“ერთად ჩვენი ოცნებებისკენ. დედას უყვარხარ"
ახალგაზრდა ფეხბურთელი იმავე ნომრით ითამაშებს, რითაც მისი მამა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი ადრე იუვენტუსის ბავშვთა გუნდში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ მამამისიც იტალიურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი, მანჩესტერ სიტისთან შესაძლო კონტრაქტის შესახებ ჭორების მიუხედავად, მან მანჩესტერ იუნაიტედში თამაში გადაწყვიტა. ამრიგად, რონალდუ დაბრუნდა კლუბში, რომელმაც დაიწყო მისი კარიერა.
ქეთი 1988,მესი რომელი გუნდია?