ფეხბურთი
უილშირი სრული დატვირთვით ივარჯიშებს
2012, 17 სექტემბერი, 17:38
უკვე ამ კვირაში არსენალის ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი დაუბრუნდება დანარჩენ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს, იტყობინება Daily Mail-ი.
როგორც იცით, გასული წლის ზაფხულის შემდეგ უილშირი არ გამოშენილა მინდორზე ტერფის, ფეხისა და მუხლის პრობლემების გამო. თუმცა, ახლა მოთამაშემ უკვე შეძლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და მზად არის სარეაბილიტაციო კურსის დასკვნითი ეტაპი გაიაროს.
ამ კვირის ბოლოში 20 წლის ინგლიესელი შეუერთდება დანარჩენ გუნდს. ბუნებრივია, რომ ასეთი ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა მოიპოვოს საჭირო ფიზიკური მდგომარეობა. არსენალის მაისურით ჯეკს გულშემატკივრები დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში შეძლებენ.