სოციალურ ქსელ facebook-ზე 22 სექტემბრის თარიღით დაანონსდა ქარის მოტანილი წერილების დღე.
"სადაც უნდა იყოთ და რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდეთ ან წერდეთ, როგორც კი კალენდრების მიხედვით 22 სექტემბერი დადგება, ქარის მონატილი წერილების დღე იწყება.
დაწერეთ წერილი, აუცილებლად ხელნაწერი, ავტორისა და ადრესატის გარეშე და დატოვეთ სკამებზე, ფანჯრების რაფებზე, ჩამოკიდეთ ხეებზე...მოკლედ, დაწერეთ და ფანტაზია არ დაიშუროთ, სად და როგორ დატოვებთ.
წერილი თავად იპოვის ადრესატს.
როგორც კი კალნდრებზე 22 სექტემბერი დადგება, დაივიწყეთ ყოველდღიური ნაცრისფერი რეალობა და მიენდეთ ოცნებას.
ტემპერატურისა და ამინდის მიუხედავად, ამ დღეს თბილი გულებით და თბილი ღიმილებით უნდა ვიაროთ
უთხარით თქვენს უცხოელ მეგობრებსაც. უთხარით რაც შეიძლება მეტ ადამიანს. 22 სექტემბერს ყველაზე მეტი წერილი უნდა დაიწეროს მთელ მსოფლიოში, ვიდრე მთელი წლის მანძილზე"
აი ასეთი შინაარსის მიმართვა აქვს ამ დღესთან დაკავშირებულ event-ს, რომელსაც დღეის მდგომარეობით 3, 974 ადამიანი შეუერთდა. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება.
შეუერთდებით ამ წამოწყებას და დაწერთ წერილს, სრულიად უცნობი ადრესატის მიმართ?