x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ გარდაიცვალნენ ყველასთვის ცნობილი ადამიანები

როგორ გარდაიცვალნენ ყველასთვის ცნობილი ადამიანები

იხილეთ, როგორ გარდაიცვალნენ ყველასთვის ცნობილი ადამიანები:


იოსებ სტალინი


იოსებ სტალინი, საბჭოთა კავშირის მეორე ლიდერი, გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს კუნცევოს დაჩაში, 74 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად.გამოცხადდა ოთხდღიანი ეროვნული გლოვა. მისი ცხედარი შემდგომში ბალზამირებულ იქნა და დაკრძალეს ლენინისა და სტალინის მავზოლეუმში 1961 წლამდე.


ვლადიმირ ლენინი

ვლადიმირ ლენინი, ბოლშევიკური რევოლუციის არქიტექტორი და საბჭოთა კავშირის პირველი ლიდერი, 54 წლის ასაკში თავის ტვინის სისხლდენით გარდაიცვალა... ექვსი თვის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ბოლშევიკებმა რუსეთში ძალაუფლება აიღეს.


მერლინ მონრო


მონრო გარდაიცვალა საძილე აბების გადაჭარბებული დოზის გამო, ლოს-ანჯელესის სახლში. მისი გარდაცვალება "სავარაუდო თვითმკვლელობად" შეფასდა.


ოდრი ჰეპბერნი


ოდრი ჰეპბერნი 63 წლის ასაკში შვეიცარიაში- საკუთარ სახლში აპენდიციალური კიბოსგან გარდაიცვალა.


ალბერტ აინშტაინი


1955 წლის 18 აპრილი - ალბერტ აინშტაინი მალევე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისი გულის სისხლძარღვი ადიდდა. კითხვაზე, სურდა თუ არა ოპერაციის გაკეთება, აინშტაინმა უარი თქვა და უპასუხა: „მინდა წავიდე, სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივება უგემოვნოა..." მსოფლიო გლოვობდა აინშტაინის სიკვდილს.


ადოლფ ჰიტლერი


ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა 1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინში შემოტევის შემდეგ.


პრინცესა დიანა


1997 წლის 31 აგვისტოს ადრეულ საათებში, უელსის პრინცესა დიანა გარდაიცვალა ტრამვების შედეგად, რომელიც მან მიიღო ავტოავარიაში პარიზში, პონტ დე ლალმას გვირაბში. მისი პარტნიორი დოდი ფაედი და Mercedes-Benz W140 S-Class-ის მძღოლი ანრი პოლი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილები გამოცხადდნენ.


მაიკლ ჯექსონი


2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა გულის შეტევით ლოს-ანჯელესში, 50 წლის ასაკში. ჯექსონის სიკვდილი, რომელიც გამოწვეული იყო სედატიური საშუალებებისა და პროპოფოლის, საანესთეზიო საშუალების ლეტალური კომბინაციით, მკვლელობად ჩაითვალა. 2011 წელს კონრად მიურეი, ჯექსონის პირადი ექიმი, დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში.


ფრედი მერკური


ფრედი მერკური გარდაიცვალა ბრონქული პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს. პნევმონია გამოწვეული იყო შიდსის გართულებით.

1
281
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
281
  
2022, 13 თებერვალი, 15:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1