კინო 5 ყველაზე თამამი სცენა საბჭოთა კინოდან 2022, 12 თებერვალი, 23:14
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირში საკმაოდ მკაცრი ცენზურა არსებობდა, რომელსაც ყველა ფილმი ვერ გადიოდა, და თუკი გადიოდა, იქიდან ზედმეტად "გულახდილ" და თამამ სცენებს როგორც წესი, ყოველთვის ჭრიდნენ, თუმცა არსებობს კინოსურათების მცირე ჩამონათვალი, რომელიც საბჭოთა ცენზურის კლანჭებს გადაურჩა და საბჭოთა მაყურებელმა ის მთელი თავისი "ღირსებებით" იხილა.
რასაკვირველია, ყველას ახსოვს "საბჭოთა კინოს ყველაზე გაბედული სცენა", როდესაც სვეტლანა სვეტლიჩნაიას გმირს ფილმ "ბრილიანტის ხელში" ბიუსტჰალტერი სრულიად მოულოდნელად "გაუფრინდება", თუმცა ეს - მხოლოდ უმნიშვნელო ხუმრობაა იმ რეალურ სექსუალურ სცენებთან შედარებით, რომლებიც იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელ კინემატოგრაფში. მაშ ასე, თქვენს წინაშეა 5 ყველაზე "ცხელი" სცენა საბჭოთა კინოდან.
"ეკიპაჟი", 1979 წელი, რეჟისორი - ალექსანდრე მიტა, მთავარ როლებში - გეორგი ჟჟონოვი, ანატოლი ვასილიევი, ლეონიდ ფილატოვი, ალექსანდრა იაკოვლევა
"ინტერ - გოგონა", 1989 წელი, რეჟისორი - პეტრე ტოდოროვსკი, მთავარ როლებში - ელენა იაკოვლევა, ლუბოვ პოლიშუკი, ირინა როზანოვა და ინგებორგა დაპკუნაიტე
"პატარა ვერა", 1988 წელი, რეჟისორი - ვასილი პიჩული, მთავარ როლებში - ნატალია ნეგოდა, ალექსეი სოკოლოვი
"მუშკეტერები 20 წლის შემდეგ", 1992 წელი, რეჟისორი - გიორგი იუნგვალდ-ხილკევიჩი, მთავარ როლებში - მიხაილ ბოიარსკი, ვენიამინ სმეხოვი, ვალენტინ სმირნიტსკი, იგორ სტარიგინი, ვიქტორ ავილოვი და ანატოლი რავიკოვიჩი
"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", 1980 წელი, რეჟისორი - ვლადიმერ მენშოვი, მთავარ როლებში-ვერა ალენტოვა, ალექსეი ბატალოვი, ირინა მურავიოვა და რაისა რიაზანოვა
|