ქვემო ქართლი რუსთავში 25 წლის გოგონას მოტაცება სასიძოს დაკავებით დასრულდა 2022, 12 თებერვალი, 17:06 რუსთავში ახალგაზრდა ქალის მოტაცება სასიძოს და მისი დის დაკავებით დასრულდა, ამის გარდა მოტაცებაში მონაწილე ორ პირზე ძებნა არის გამოცხადებული.ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.
25 წლის ექთანი, რომელიც რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს სასიძოს ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს. მალევე ბინაში თავად სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანა უნდოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. გოგონას მშობლემა, მას შემდეგ, როდესაც იგი სახლში აღარ დაბრუნდა, ძებნა გამოაცხადეს და დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, ამასობაში კი მამაკაცის ახლობლებმა პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით გოგონა სხვა სოფელში, ნათესავის სახლში, გადამალეს. რუსთავის პოლიციის თანამშრომლები კვალზე დროულად გავიდნენ და დაადგინეს სახლი, სადაც გატაცებულ გოგოს მალავდნენ. როგორც გამოცემა იტყობინება, დაკავებულია სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე გამოცხადდა ძებნა. შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია 439 3-ს მოსწონს
|