x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ილია დათუნაშვილი:"ოქროს მატჩი" ; "არარატის" კარში გატანილი 5 გოლი და ერევნის ტირში გაკრული ფოტო
image

ფეხბურთის მოყვარულებმა და მთლიანაად ქართულმა საზოგადოებამ ერთი სამწუხარო ამბავი შეიტყო, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც "დინამოს"ოქროს მატჩში, 1964 წელს, მოსკოვის "ტორპედოს" წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ყველაზე ძალიან გაამწარა ფეხბურთის სომეხი გულშემატკივრები-ერევნის "არარატს" 5 გოლი გაუტანა და რეკორდი დაამყარა.


ილია დათუნაშვილი ბათუმში დაიბადა 1937 წლის 1 სექტემბერს. ბათუმში, იმხანად პიონერთა პარკში არსებულ სტადიონზე დაიწყო ვარჯიში ცნობილი ფეხბურთელის _ ბორის ფროლოვის ხელმძღვანელობით. ილია დათუნაშვილთან ერთად ვარჯიშობდა ანზორ კავაზაშვილიც _ მოსკოვის “ტორპედოსა” და სსრკ-ის ნაკრების მეკარე, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ილია დათუნაშვილი მე-9 კლასში იყო, ოჯახი საცხოვრებლად ლანჩხუთში რომ გადავიდა. სკოლა სოფელ ჩიბათში დაამთავრა. ჩაირიცხა ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდ “კოლმეურნეში”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევგრაფი შევარდნაძე _ ედუარდ შევარდნაძის უფროსი ძმა, რომლის თაოსნობითაც მოგვიანებით შეიქმნა გუნდი ლანჩხუთის “გურია”, რომელიც სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა.


image


1950-იანი წლების ბოლოს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ილია დათუნაშვილი ქუთაისის “ტორპედოში” მიიწვია, ხოლო, როცა ჟორდანია “დინამოში” გადაიყვანეს, 1959 წელს, ილიაც წაიყვანა.

ილია დათუნაშვილმა კარიერის მანძილზე(1968 წამდე)უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი;


მის კარიერაში განსაკუთრებული აღმოჩნდა ორი ეპიზოდი:

1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გაიმეორა სსრ კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა — გაიტანა 5 გოლი მატჩში. მან ეს შეძლო 27 წუთში.

თავად დათუნაშვილი ასე იხსნებს ამ მატჩს:


…1966 წელს ერევნის “არარატთან” 5 ბურთი გავიტანე. მეექვსეს გატანაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადიმ არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა… ამ ხუთი გოლის შემდეგ გულშემატკივრები ბევრს ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ, _ ალო, უკაცრავად, დათუნაშვილის ბინააო?! ზოგიერთი კი მეუბნებოდა ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებენ: “დათუნაშვილი გალისაო”, ანუ გაჩერდი, თორემ დათუნაშვილი მოვაო.

…ერთმა მითხრა: შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახე გაკრულიო. არ დავიჯერე, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა: ეგრეა, მეც შევესწარი, როგორ “დაგხვრიტესო”.

image

და რა თქმა უნდა "ოქროს მატჩი" მოსკოვის "ტორპედოს" წინააღმდეგ 1964 წელს, რამაც თბილისის "დინამოს" პირველად ისტორიაში ოქროს მედლები მოუტანა.ეს შეხვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა “ოქროს მატჩად” მონათლეს, თბილისის დინამოელები კი _ “ოქროს ბიჭებად”.


დინამო 0:1 აგებდა, როდესაც მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა ბურთი მოსკოვის ტორპედოელთა კარში და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში, მესამე ტაიმის დაწყებისთანავე, 92-ე წუთზე, მიხეილ მესხის გადაცემის შემდეგ კვლავ ილია დათუნაშვილმა შეარხია მოსკოვის “ტორპედოს” კარის ბადე. შემდეგ იმავე მესხმა (102-ე წთ) და ბოლოს სლავა მეტრეველმა (107-ე წუთზე პენალტით) ანგარიში 4:1 გახადეს თბილისელთა სასარგებლოდ.

1
724
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
724
  
2022, 13 თებერვალი, 15:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1