x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არაბავშვური თამაში: ახალგაზრდა მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ზედმეტად ზრდასრული როლები შეასრულეს
image


მსახიობის პროფესია ემოციურ დონეზე საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი, მათთვის ვინც კინოში გადაღება ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. ზოგიერთ ცნობილ მსახიობს კარიერის დასაწყისში უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა თამაშიც კი მოუწია, ამ მხრივ აღსანიშნავია, ჯოდი ფოსტერი ფილმით "ტაქსის მძღოლი" და ნატალი პორტმანი კრიმინალური დრამით "ლეონი", თუმცა დღეს, კიდევ იმ რამდენიმე მსახიობის შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც სრულიად არაბავშვური როლების თამაში საკმაოდ პატარა ასაკში მოუწიათ.




ნიკი რიდი - "ცამეტი", 2003 წელი


image


ნიკიმ 15 წლის ასაკში ითამაშა ფილმში, რომელიც მოზარდების არც თუ იოლ ცხოვრებაზე მოგვითხრობდა: პირველი სექსი, სიგარეტი, ალკოჰოლი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ სცენარის დაწერაში გოგონა თავადაც მონაწილეობდა, ამიტომ ფილმში მსახიობის პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდიც შევიდა.





მარტინ ლობი, ლარა ვენდელი და ევა იონესკო - "სიყვარულთან თამაში", 1977 წელი


image


სურათის სახელწოდება სრულად შეესაბამება ფილმის სიუჟეტს - 11 წლის მსახიობები არა მხოლოდ სექსის სცენებში მონაწილეობდნენ, არამედ ისინი ეკრანზე სრულიად შიშვლებიც არაერთხელ ჩნდებოდნენ. კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ფილმი სრულიად პასუხობდა ბავშვთა პორნოგრაფიას, ამიტომ ის გაქირავებიდან მოიხსნა.




კარა ჰეიუორდი - "ამომავალი მთვარის სამეფო", 2012 წელი


image


13 წლის კარას თავის ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად ინტიმურ სცენაში თამაში მოუწია. რეჟისორს ასეთი გადაწყვეტილებისთვის ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი ადამიანები "ჩვენი სამყაროდან" სულაც არ არიან.




"ბავშვები", 1995 წელი


image


ლარი კლარკის ფილმს ბავშვთა პორნოგრაფიას ღიად უწოდებდნენ, ვინაიდან სექსის სცენებში, სადაც დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო ნაჩვენები 14-დან 16-წლამდე მსახიობები მონაწილეობდნენ. ფილმი არასოდეს გამოსულა კინოთეატრებში, თუმცა დღეს, ზოგიერთი კრიტიკოსი მას საკულტოს უწოდებს.



0
1386
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1386