საქართველო "ესენი ყოფილან როკფელერები,გაგაოცებთ გიული ალასანიასთვის ბებიის და ბაბუის მიერ დატოვებული კომპანიები" - ამირან სალუქვაძე 2022, 11 თებერვალი, 16:53 გენერალი, სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე გამოეხმაურა გიული ალასანიას 135 მილიონად შეფასებული სხვადასხვა სახის ქონების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რაზეც თავად სააკაშვილსი დედა ამბობს, რომ მემკვიდრეობით ერგო. "გაგაოცებთ გიული ალასანიასთვის ბებიის და ბაბუის მიერ დატოვებული კომპანიების ჩამონათვალი. აქვე იპოვით ტვ "მთავარ არხს". განსაკუთრებით საინტერესოა ერთი კომპანია, იხილავთ აქ, რომლის შესახებ ცალკე დავწერ. კომპანიები მეორდება, რადგან ხშირად ხდებოდა მეწილეების ცვლილებები. თითქმის ყველა კომპანიას გააჩნია შვილობილი კომპანიები. ამ კომპანიების მფლობელობაშია ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა და ათიათასობით კვ. მეტრი კომერციული ფართები. ესენი ყოფილან როკფელერები. ზემოთ დააკვირდით ხოლმე. ცისფერ ფონზე თეთრად იწერება ჯერ ამ კომპანიების მფლობელი გიული ალასანია, შემდეგ იხსნება ცალკეული კომპანია, მაგ. შპს უნივერსიტეტი და ქვემოთ ამ კომპანიის შბილობილი კომპანიები, შემდეგ შვილობილი კომპანია. დეკლარაციებს რისთვის ვავსებთ?! გამოსაძიებელია წარმომავლობა. ვიდეო გაკეთებულია საიტის companyifo-ს გვერდიდან, რომელიც ეყრდნობა რეესტრის ინფორმაციებს." -წერს სალუქვაძე გიული ალასანიას შესახებ გასულ რეპორტაჟს ასევე გამოემხაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი. "გიული ალასანია ამბობს, 135 მილიონის ქონება მემკვიდრეობით მერგოო, რაც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ცილს გვწამებენ, ჩვენ გამდიდრებაზე საუბრობენ და თავად კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. საიდან აქვს სააკაშვილის დედას ეს უზარმაზარი ქონება? ეს კითხვები არის საზოგადოებაში, პირადად მეც მაქვს კითხვა, როგორ დააგროვა და როგორ გადაეცა მას სხვადასხვა ფართები, შენობები და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გიული ალასანიას ქონების წარმომავლობით უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილიც გამოეხმაურა. "როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ არ მგონია სასაცილოდ ჰქონდეს საქმე, როდესაც მას გამომძიებლის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. აუცილებელია დადგინდეს, როგორ გამდიდრდა ეს ქალბატონი, როგორ ჩაიგდო ხელში აურაცხელი ქონება და როგორ იქცა ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად“, განაცხადა მაჭარაშვილმა. 1163 3-ს მოსწონს
|