x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა და მისი რჩეული

image


მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა მოზარდია – 17 წლის ელისანი-და-კრუს-სილვა. მისი სიმაღლე 2, 03 მეტრია. ის სალინოპოლისში (ბრაზილია) ცხოვრობს და ხვდება 22 წლის ბიჭს ფრანსინალდო-და-სილვას, რომლის სიმაღლე 1, 63 მეტრია. ელისანი გიგანტობის ერთგვარი ფორმითაა დაავადებული, რომელიც ჰიპოფიზის სიმსივნის შედეგად გაუჩნდა. ექიმებმა მოაშორეს სიმსივნე, მაგრამ გოგონა, თავისი 17 წლის ასაკში, სიმაღლეში ნებისმიერ კალათბურთელს მისცემს ფორას.


image


ელისანს მოდელობა სურს. თავის ბოიფრენდზე ამბობს: "მე მომხიბლა მისმა პიროვნებამ, თუ როგორ ურთიერთობს ის ადამიანებთან, და როგორ მეპყრობა მე. მხოლოდ ის მეუხერხულება, რომ როცა ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, ხალხს ჩემი უმცროსი ძმა ან შვილი ჰგონიათ. მაგრამ ის მე არ ამირჩევია, ღმერთმა აარჩია ჩემთვის."


image

image


image

ელისანის რჩეული, ფრანსინალდო, მშენებლობაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მეგობრები ხშირად ეკითხებიან, როგორ ეფერება შეყვარებულს, რაზეც პასუხობს, რომ "სიყვარულისთვის წინააღმდეგობები არ არსებობს. ის საოცარი ადამიანია. კი ის მაღალია, მაგრამ ძალიან კარგია, მას ლამაზი სახე აქვს. მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობენ სხვები".


image

image

image

ელისანი ვერ ჯდებოდა სკოლის ავტობუსში, მერე კი საერთოდაც დაანება თავი სკოლაში სიარულს (დაცინვების გამო). "სახლში ხანდახან, როცა სხვა რამეზე ვერთობი, მავიწყდება ჩემი სიმაღლე და თავს ჭერს ვარტყავ." ელისანი პატარა სახლში ცხოვრობს დედასთან ანასთან, დებთან მარია და სილვასთან, და მამინაცვალთან ლუის ხორხესთან ერთად.


image

image

image

"მე მინდა, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა ოყოს, -ამბობს დედამისი-ვიცი, რომ ხანდახან უხერხულად არის, და სურს ისეთი იყოს, როგორც ყველა."

სწრაფი ზრდის გამო გოგონას ხშირი თავის და კიდურების ტკივილები აქვს.

image







იხილეთ სხვა სტატიები:






ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


რატომ არ უნდა გამოვიყენოთ "ოქეი"-ს ჟესტი თურქეთში, თვალის ჩაკვრა ინდოეთში და სხვ.

image


ორწილები, სადაც ნამდვილად არ მოისურვებდით მისვლას

image


პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


ელიზაბეთ ტეილორის 8 საქორწინო კაბა და 7 ქმარი

image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


ცენტრი, სადაც მამაკაცებს ფეხმძიმობის და მშობიარობის ყველა სირთულეების გამოცდას სთავაზობენ

image



ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image







0
957
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0