x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯონ კნედის მკვლელობასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ დასმული კითხვები რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია
image

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები თუ ვინ მოკლა ან რა მოტივით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი, კრიმინალისტიკის ექსპერტთა ჯგუფმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეისწავლა ეს საკითხი და ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს დაუსვა კითხვები, თუმცა არანაირი პასუხი კითხვებზე მათ არ მიუღიათ.


გთავაზობთ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ლოგიკურად ჩამოყალიბებული ნაწილი მათი კვლევების კრებულიდან.


-"რა საჭირო იყო პრეზიდენტის მკვლელობა საჯაროდ, როცა ბევრად მარტივად შეიძლებოდა მისი მოკვლა რიგ ადგილებში?



-რატომ იყო პრეზიდენტის ლიმუზინი ღია როცა დალასში დილიდანვე წვიმდა?


-რატომ იყო პრეზიდენტის მკვლელად შერაცხული ოსვალდისათვის ცნობილი ის მარშუტი რომლითაც უნდა გადაადგილებულიყო საპრეზიდენტო ექსკორტი, როცა ბრძანება მიმართულების არჩევაზე გაიცემა ბოლო წამს?


-რატომ უნდა აერჩია ოსვალდს საბავშვო წიგნთსაცავი შენობა ჩასაფრებისათვის, რპცა თავად იქ მუშაობდა და მენისმიერ თანამშრომელს შეეძლო მისი ამოცნობა? ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ კუთხე სროლის ადგილიდან პრეზიდენტის ლიმუზინამდე ძალიან დიდი იყო, რაც მიზანში ტყვიის მოხვედრის შანსს მაქსიმალურად ამცირებდა მიუხედავად იმისა რომ მანძილი წიგნსაცავსა და ლიმუზინს შორის 100 მეტრამდე თუ იქნებოდა?


-როგორ მოახერხა ოსვალდმა სამჯერ მოეხდინა გასროლა ხუთნახევარი წამის მანძილზე მაშინ როცა სნაიპერული შაშხანა ავტომატური კი არა ხელით გადასატენი იყო?


-ზოგადად იმ კუთხის გათვალისწინებით საერთოდ როგორ უნდა მოეხდინა სამიდან ორი უზუსტესი გასროლა ადამიანს, რომელსაც როგორც მისი ნაცნობები ყვებოდნენ რუსეთში ცხოვრებისას ალკოჰოლი საკმაოზე მეტად შეუყვარდა. ცნობილი ფაქტია, რომ სტაჟიან ალკოჰოლიკებს ხელები უცახცახებთ.


-აქედან გამომდინარე რჩება აზრი, რომ ლი ჰარვი ოსვალდი არ მოქმედებდა მარტო, მეტიც მას საერთოდ არ უსვრია კენედისათვის და ის უბრალოდ გარკვეული მიზეზით ნებით თუ უნებლიედ მოხვდა იქ.


-რეალურად სროლის ტრაექტორიის გათვლის მერე დადასტურებულია, რომ კენედს ესროლეს საკანალიზაციო ჭიდან, სადაც შემდგომ აღმოჩნდა ნიღაბი და ხელთათმანები.


-ამის შემდეგ იწყება უცნაური მოვლენები:


-იმ ჰოსპიტლიდან, სადაც დაცვამ მიიყვანა კენედი ქრება მისი იქ მიყვანის და ჩატარებული მოქმედებების მთელი არქივი.


-ქრება გაკვეთის პროტოკოლი და ყველა სურათი რომელიც იქ სპეცსამსახურების მიერ იქნა გადაღებული.


-ყოველივე ამის შედეგად უორენის კომისიას გამოძიებისას უკვე არ ჰქონდა ხელთ მასალა რომელის საგამოძიებო კომისიას მისცემდა რაიმე ხელჩასაჭიდს.


-კენედის მკვლელობას მოყვა მკვლელობების სერია, მოკლულ იქნა დაახლოებით 50 ადამიანი საიდუმლო და გაურკვეველ ვითარებაში, ეს ადამიანები იყვნენ ინფორმაციის მატარებლები.


-ოსვალდს მალევე კლავს ჯეკი რუბი, თავად რუბი სასამართლოს მოლოდინში იღუპება საკანში რამდენიმე იძულებითი ინექციის გაკეთების შემდეგ.


-ჯეკ ჰანტერი, პოლიციელი რომელიც პირველი მივიდა ოსვალდის ბინაში მეორე დღესვე იქნა მოკლული საპოლიციო განყოფილებაში. დიაგნოზი: ტაბელური იარაღისადმი უგულისყურო დამოკიდებულება.


-ჯეკ კასსერი, ჟურნალისტი რომელიც პოლიციელი ჰანტერის ოსვალდის ბინაში მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული იმავე დღეს.


-ვილიამ უოლი, ტაქსის მძღოლი რომელმაც შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა ოსვალდი, ერთ კვირაში მეტისმეტად ჩახლართულ ვითარებაში დაიღუპა ავტოკატასტროფაში.


-ლი ბაუერსი, რკინიგზელი. დაინახა ორი ადამიანი თუ როგორ ამოძვრა საკანალიზაციო ჭიდან (საუბარია დიდი ალბათობით კენედის ნამდვილ მკვლელებზე), 4 დღის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში ჩაუვარდა მატარებელს და ადგილზევე დაიღუპა.


-როუზ შერამი, მეძავი. ღამე გაატარა გალეშილ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერთან, რა დროსაც ოფიცერს წამოსცდა 2 დღეში ამერიკას პრეზიდენტი არ ეყოლებაო.


-მისსავე ბინაში მოკლული იპოვეს აღნიშნული ოფიცერიც, კენედის მკვლელობის მეორე დღეს უთენია დილით.


-მაიკლ ტომსონი, ქირურგი მან მოახდინა კენედის სხეულის გაკვეთა, თან დამონტაჟებული კამერით იღებდა მთელ პროცესს. საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული, გამოძიებით "დადგინდა", რომ მან თავი მოიკლა, რადგან ხელში საკუთარი [ისტოლეტი მარჯვენა ხელში ჰქონდა შერჩენილი. არა და ტო, სონი ცაცია იყო და ნებისმიერ საქმეს მარცხენა ხელით აკეთებდა. მის მიერ გადაღებული კადრები გაქრა.


-სამწუხაროდ აშშ-ს პრეზიდენტი კენედი მოხვდა შეთქმულების ეპიცენტრში.


იცოდნენ რა თუ რა ძალები და საზოგადოების რა დიდი ნაწილი იდგა მის უკან მის მხარდამჭერად, შეთქმულებმა გადაწყვიტეს მისი დასჯა საჯაროდ შეგნებულად. მოკლეს პრეზიდენტი რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ექსპერტების თქმით ერთერთი საუკეთსო იყო აშშ-ს პრეზიდენტებს შორის და ყველაზე პოპულარულიც გახლდათ საზოგადოებაში.


P.S

მიუსედავად იმისა, რომ ამდენი ათეული წელი გავიდა დალასში მომხდარი მკვლელობიდან, გასაიდუმლოებულ მასალებს კენედის მკვლელობაზე, გრიფი არ მოხსნია, პირიქით მასალების გასაიდუმლოება გაურკვეველ ვადამდე გაახანგრძლივეს.


მართალია საიდუმლო მასალების ნაწილი გაასაჯაროვეს, მაგრამ ამ მასალას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნული ჯგუფის შეფასებით, რადგან მასალებში საუბარია თითქოს ოსვალდი მტკიცე კომუნისტი იყო და მან მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა სსრკ-ს და კუბის საელჩოებს.


ამით ვიღაცა თუ გარკვეული ჯგუფი ცდილობს ნამდვილი კვალი დააკარგვინოს ყველას და მცდარ კვალზე გაიყვანოს საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც დღემდე აინტერესებს თუ ვინ ან რატომ მოკლა მათი პრეზიდენტი.
პრეზიდენტ ტრამპის დროს სპეცსამსახურებმა მიაღწიეს იმას, რომ გასაჯაროებული მასალებიდან ღირებული მასალა გამქრალიყო, ხოლო უმთავრესი ნაწილის საიდუმლოდ დარჩენას ტრამპმა ხელი მოაწერა.



0
288
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
288