x
image
თუთიკო ბერძენა
ორი ანჟელა გუტიერესი, რომელთაგან ერთს დემოკრატია ურჩევნია, მეორეს კი დიქტატურა, რადგან...
დარწმუნებული ხართ, რომ დემოკრატია საუკეთესო პოლიტიკური სისტემაა? ჰანა არენდტი რომ ცოცხალი იყოს, გეტყოდათ, რომ არა. მერიტოკრატიაა ბევრად უკეთესიო.ანჟელა გუტიერესი აშშ-დან
მერიტოკრატია — მმართველობის ფორმა ან სხვა სტრუქტურა, სადაც თანამდებობები გადაიცემა და პასუხისმგებლობა მიენიჭებათ ადამიანებს, მათ დემონსტრირებულ ნიჭსა და შესაძლებლობებზე (დამსახურებაზე) დაყრდნობით. მერიტოკრატიის დროს, საზოგადოება აჯილდოებს (სიმდიდრით, პოზიციით ან სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საკუთარ ნიჭსა და კომპეტენციას წარმოაჩენს თავისი წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებით ან რაიმე შეჯიბრში გამარჯვებით. შეფასების სისტემები, როგორიცაა, მაგალითად, ფორმალური განათლება პირდაპირ კავშირშია მერიტოკრატიულ შეხედულებებთან. ეს ყველაფერი, ეწინააღმდეგება სხვა ღირებულებით სისტემებს, სადაც ლეგიტიმურობა ემყარება სიმდიდრის ფლობას (პლუტოკრატია), ოჯახობრივ კავშირებს (ნეპოტიზმი), საკუთრებას (ოლიგარქია), მეგობრობას (ქრონიზმი), უფროს-უმცროსობას (გერონტოკრატია), პოპულარობას (დემოკრატია) ან სხვა სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ძალაუფლების დეტერმინანტებს.

ტექნოკრატია არის მერიტოკრატიის ფორმა, სადაც თანამდებობებზე დანიშნვა ხდება დემონსტრირებული ტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზე.

მშვენიერია!

მაგრამ დღეს ევროპასა და ამერიკაში კითხვაზე, კარგია თუ არა დემოკრატია, გეტყვიან, რომ დემოკრატია საუკეთესოა.
ასე გეტყვით ანჟელა გუტიერესი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.
მაგრამ არსებობს სხვა ანელა გუტიერესიც:


ანჟელა გუტიერესი ნიკარაგუადან

2014 წელს მოზამბიკში, პორტუგალიელმა მკვლევარმა, რომელიც დასავლეთიდან სამხრეთ აფრიკის ანალიტიკური ცენტრებში აფრიკის საარჩევნო პროცესებზე იყო მივლინებული, გამოაქვეყნა ფრაზა, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა: „ვფიქრობ, ბევრი ქვეყანაა, სადაც დიქტატურა დემოკრატიაზე უკეთ მუშაობს."
მართლაც არსებობს ასეთი ქვეყნები, სადაც დიქტატურა კომფორტია.
ჟურნალისტი და მწერალი ხაბიერ ბრანდოლი აღწერს მოგზაურობის ჩანაწერებში, რომ ნიკარაგუაში მცხოვრები 67 წლის ქალი ანჯელა გუტიერესი, რვა შვილის დედა, ერთი ღარიბი უბნის ქოხში, ზის სკამზე და შავ - თეთრ ტელევიზორს უყურებს. სკამი, მაგიდა, ორი რკინის საწოლი და ეს ტელევიზორია მთელი მისი ქონება. მას უყვარს სერიალების ყურება. ის იმედოვნებს, რომ საჩუქარს, რომელსაც მას კომენდანტი დაჰპირდა, აუცილებლად მიიღებს. ეს საჩუქარი სახლის სახურავია, რომელიც ქოხს დაიცავს და წვიმის დროს ოთახი არ დასველდება. სულ ეს არის რასაც ითხოვს, რადგან ანჯელას ცხოვრებაში მოლოდინების არ სწამს.
"მე ვნერვიულობ, რადგან თუნუქის სახურავი ჯერ არ მომცეს" - ეუბნება ის უცხოელს, მოკუმული პირით, რადგან კბილები არ აქვს. უცხოელის კითხვაზე, თუ ვის მისცემს ხმას, პასუხობს: "მე ყოველთვის ჩემს პრეზიდენტს ვაძლევ ხმას - დანიელ ორტეგას. იცი? მან ერთხელ ხელი მომხვია და მე მისი ერთგული ვარ."
"...მაგრამ იცით თუ არა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, რადგან გაყალბდა" - თავს არ ანებებს უცხოელი ქალბატონ ანჯელას.
"არ ვიცი...არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე მჭირდება სახლის სახურავი და ამას მხოლოდ ორტეგა მომცემს“, - უკვე გაბრაზებული პასუხობს ქალბატონი აბეზარა სტუმარს.
დემოკრატიის პროპაგანდისტი ევროპელი ქოხს ტოვებს და სხვა ქოხში მიდის პასუხების საძებნელად.
ადამიანი ნამდვილად ვერ იტყვი დარწმუნებით, რომ დემოკრატია ყველასთვის საუკეთესო არჩევანია, რადგან არის "რაღაც", რომელიც დემოკრატიაზე და თავისუფალებაზე მაღლა დგას... როგორც ქალბატონი ანჯელას შემთხვევაში არის სახლის სახურავი.
თუნუქის სახურავი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანი არჩევნები? ქალბატონი ანჯელასთვის კი.
ბევრი ქართველისთვისაც.
5
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
209
  
2022, 10 თებერვალი, 10:46
სამართლიანი შეიძლება ეწოდოს არჩევნებს,თუ ქვეყანაში მცხოვვრების ადამიანების ნება არის გამოხატული არჩევანში. თუ ფაშისტები არიან ქვეყანაში და მათი რაოდენობა არის მინ.20000,მაშინ მათ წარმოადგენელი უნდა ყავდეთ საკრებულოებშიც და პარლამენტში. შემტხვევით არ ვახსენე ფაშისტები,ყველაგან ხდება მათი დისკრიმინაცია,რაც დანაშაულია და არაფრით არ განსხვავდება სხვა სახის დისკრიმინაციისგან. ამ საიტზეც ბევრია სტალინისტ ლენინისტები,რომლებიც ასევე იმსახურებენ რო მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში. რა მოგვწონს არ არის აქ,რა არის სამართლიანი ეს არის უმთავრესი. როგორც ეხლა მაგალითად აცრილ აუცრელების დიდი ჯახი გვქონდა ქვეყანაში. შემოიღეს მწვანე პასპორტები და ნიშნის მოგებით უყურებდნენ აუცრელებს,ხოლო ახლა პირიქით არის. მე ჩემთავად არ ავიღე/არ მისარგებლია აცრილის პრივილეგიით,რადგან უსამართლოდ მიმაჩნდა. თავის დროზე აცრილები მეუბნეოდნენ რო ჩემი ნება იყო რას გავაკეთებდი და რას გამოვიყენები,ხოლო ახლა აუცრელებისგან ნიშნის მოგება ნაკლებია ჩემნაირ ხალხზე. ამიტომ ვიძახი რომ ლიბერტარიანელები სჭირდება ამ ქვეყანას და არა მუსოლინები
2022, 10 თებერვალი, 10:31
ჩვენისთანა ღატაკ ქვეყანას დიქტატურა კი არ სჭირდება და დემოკრატიაც ბევრნაირია,ლიბერტარიანული დემოკრატია გვჭირდება. მეტი თავისფულება ერს,ნაკლები გადასახადები და შეზღუდვები,მცირე ბიუროკრატია. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც,რომელიც არ ადარდებს ანჟელს,რაც ტყუილია თავიდან ბოლომდე. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ყველას პრობლემაა,მათ შორის ანჟელასიც. მაგალითად,თუ სახურავს დააკლდა ერთი ცალი თუნუქი,მაშინ ანჟელამ უნდა გააკრვიოს ეს ამბავი,რატო მიუტანეს 9 ცალი,როცა სჭირდებოდა და გამოწერილი ქონდა 10. მას რაღაც ეკუთვნოდა და არ მისცეს ან დააკლეს. მტყუან მართალი კი დამოუკიდებელმა არბიტრმა უნდა გადაწყვიტოს. თუ სასამართლო არ არის თავისუფალი,ანჟელა ვერ იპოვის სამართლიანობას და ვიღაცას ხახვივით შერჩება ის მოტეხილი თუნუქი,ხოლო თუ დამოუკიდებელი იქნება,მაშინ ის მიიღებს ამ სახურავს და შესაძლოა კომპენსაციაც დაუმატონ. გამოდის,რომ ამ ჩერჩეტმა ანჟელამ არ იცის,რატომ არის საჭირო სასამართლო და მაგიტომ არ აინტერესებს ან არ იცი რო აინტერესებს. დასაწყისში ვახსნე რო ბევრია ანჟელას მდგომარეობაშითქო და კი ბატონო,ბევრი ჩერჩეტი არის ჩვენში. ამ ჩერჩეტების სიმრავლის გამო არის ეს ქვეყანა ღარიბი. რას ვიზავთ,ჩერჩეტებსაც აქვთ არსებობის უფლება და არ არის მათი ბრალი,მათი მშობლების ბრალია. საქართველოში ხომ წინა თაობებს უსმენენ და ანჯელაც მშობლებს უსმენს,ხოდა მიტო აწვიმს თავზე. და მაინც ამ პატერნალიზმის ...
2022, 10 თებერვალი, 10:16
უსახსრობას კი იწვევს მაღალი გადასახადები და უამრავი შეზღუდვები,რაც ჩვენ შემთხვევაში 33% ჩვენი შემოსავლების.გადასახადებს თავი რო გავანებოთ,დარჩენილი ქონების საკუთარ ნებაზე განკარგვის უფლება არ გვაქვს. მაგალითისთვის,არ შეგვიძლია მიწა მივყიდოთ უცხოელს,თუ ის დიდ თანხას გვიხდის და კიდევ ერთი რამ არის,თუ საკუთარ მიწაზე ნავთობმა ამოხეთქა,ჩამოგერთმევა ეს მიწა და რაღაც მიზერულ თანხას მოგცმენ მიწის საყიდლად,რადგანაც კანონში წერია რო მიწა კი შენია,მაგრამ წიაღისეული არ არის შენი. ასევე ხდება ხეებზე და სხვა რელევანტურ საქონელზე. წაგართმევს ამ ყველაფერს და მერე სამადლოდ გიკეთებს რაღაცაც. ჩვენ მაგალითზე,ანჯელას სახურავი დაზიანებულია და აწვიმს,რაც კარგა ხნის პრობლემა იქნება,მაგრამ ბიუროკრატის ყურამდე არ მივიდა ჯერ და როცა მივიდა,მას სჭირდება დოკუმენტაციის მოწესრიგება და რაღაც გადაწყვეტილება,რომ სახურავის ფული გამოიწეროს ხაზინიდან,რაც დროს წელავს და რაღაც დროის მერე მიდის ეს სახურავი ანჟელასთან. როცა სახურავი გაკეთდება,ანჟელა ამჩნევს რო წვიმამ კედლები დააზიანა და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. გამოდის რო ანჟელას სახურავი კი არა,სახლის აშენება უწევს თავიდან,რაც არ მოხდებოდა,თუ ანჟელას სახსრებს არ წაიღებდა სახელმწიფო და იმ სახურავს დროულად შეაკეთებდა. ამ დროს კი,ანჟელა ორტეგას მადლობელია,ანჟელას კიდევ რა უჭირს,ერი არის ბედნიერი. სახურავისთვის სჭირდებოდა 1000 ლარის და ეხლა სახლს სჭირდება 10000 ლარის. ეს არის მართველობის სისტემა რაც აქვთ ანჟელას და რაც გვაქვს სამწუხაროდ ჩვენც. სანამ მადლობლები ვიქნებით ვიღაცის,რომ მან ჩვენოვე ფულით გვიყიდა სახურავი მით უფრო დიდ ხანს გვექნება სანატრელი ეს სახურავი.
2022, 10 თებერვალი, 10:01
საკმარისი ცოდნა რო ქონდეს ანჟელას,მაშინ ის მიხვდეობოდა ამ ყველაფერს და სწორედ,თავისუფლების ნაკლებობამ გამოიწვია მისი უცოდინრობა. კი ბატონო,არსებობს სახელმწიფო სკოლები,მაგრამ იქაც გაძლევენ იმ ცოდნას,რაც დიქტატურას გამოადგება და შენ არ გასწავლიან თევზაობას,რაც საკუთარი განვითარებისთვის გამოგადგება. საქართველოშიც იგივე პრობლემა არის,ადამიანებს 6-18 წლამდე ერთად ათავსებენ რაღაც დაწესებულებაში,რომელიც სკოლის გარდა ყველაფერია და ასწავლიან იმას,რაც არ გამოადგება ცხოვრებაში. შედეგიც სახეზე გვაქვს,ჩვენი გადახდილი გადასახადებით ბიუროკრატები საკუთარ ნათესავებს ასწავლიან კერძო სკოლებში და ასევე,ჩვენივე გადასახადებით უფინანსებენ საზღვარგარეთ სწავლას,რაც ეხმარებათ მემკვიდრეობით თანამდებეობის გადაბარებაში. არ გეგონოთ,რომ კანონით აქვთ ამის უფლება და არც წერია ასეთი რამე კანონში,მაგრამ სახელმწიფო სკოლა/უნივერსიტეტ დამთავრებული ვერ უწევს კონკურენციას ამ ხალხს და რჩებიან ჭაობში,ხოლო ისინი ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და იგდებენ კიდეც. რაღა შორს წავიდეთ,ნებისმიერი თანამდებობის პირს კითხეთ და გეტყვით,რომ მაღალი ხარისხის განათლებას იღებს ბავშვი სახელმწიფო სკოლაში,ხოლო როცა მისი შვილების სკოლას ახსნებ და ეტყვი,რატომ დადიან მათი შვილები კერძო სკოლებში,მაშინ გეტყვიან რო იქ რაღაცას კარგად ასწავლიან და მათ შვილებს სურდათ იქ. დამატებით იტყვიან,რომ ყველას აქვს უფლება ისწავლონ კერძო სკოლებში და ეს ასეც არის,განსხვავება უსახსრობაში არის.
2022, 10 თებერვალი, 9:46
კი,ბევრი ქართველისთვისაც არის სანატრელი სამწუხაროდ. თუ ცოტათი მაინც დაფიქრდები,ხვდები რო სწორედ თავისუფლების ნაკლებობამ მიიყვანა ეს ანჟელა ამ მდგომარეობამდე და არა დემოკრატიამ ან სხვა რამემ. აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს,რა არის თავისუფლება. გადასახადებით და სხვა შეზღუდვებით მთავრობები იღებენ ჩვენ წილ ქონებას,რომელიც არის მილიონები და შემდეგ გვიბრუნებს თუნუქის სახურავის სახით,რომელზეც მადლიერები უნდა ვიყოთ თურმე. და რა იქნებოდა,თუ მთავრობა არ აიღებდა გადასახადებს და სხვა სარგებელს ანჟელას მსგავსი ადამიანებიდან? მათ დარჩებოდათ ეს ფული და ისინი თავად შეძლებდნენ თუნუქის სახურავის ყიდვას საჭირო დროს,არ მოუწევდათ ლოდინი ვიღაც ორტეგას გადაწყვეტილების,რომ სახურავი უყიდონ გაჭირვებულ ადამიანებს. აქ კიდევ ერთი ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი,ეს ორტეგა არ ყიდულობს ამ სახურავს თავისი პირადი სახსრებით,ის ბიუჯეტიდან აფინანსებს ამ ყველაფერს,გამოდის რო ორტეგა კი არა,მოსახლეობა უფინანსებს სახურავის ყიდვას და ამიტომ მადლობა გადასახადის გადამხდელებს.
0 1 5