x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136064
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510320
პუგაჩოვას ყოველი ახალი იმიჯი დაცინვის ობიექტი ხდება(ვიდეო)
image

ქართულში არის ერთი უწმაწური ანდაზა "ბერდება და .....ო" და როგორც ჩანს ასე მიაჩნიათ ალა პუგაჩოვას თაყვანისმცემლებს, კომენტარებს თუ თვალს გადავავლებთ.


რუსული სცენის პრიმადონა ყოველწლიურად უფრო ექსტრავაგანტულად იცვამს. ასე რომ, ცნობილი ჰუდები, რომლებიც ალა პუგაჩოვას საფირმო სასცენო იმიჯი გახდა, შეიცვალა ულტრა მოკლე ქვედაბოლოებით და მუშკეტერის ჩექმებით.

ბოლო წლებში მომღერალი აგრძელებს ექსპერიმენტებს სამოსელზე თუ ზოგიერთი მათგანი მართლაც წარმატებულია, ზოგიერთ მათგანზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.


image

პუგაჩოვას ბოლო სურათმა უბრალოდ სრული ფიასკო განიცადა, რომელმაც მომხმარებლებში ყურადღება მხოლოდ უარყოფითი კონტექსით დაიმსახურა.

"ქალაქელი გიჟი ქალი" - ასე უწოდეს სტილისტ იგორ გულიაევის ნამუშევრებს, რომელმაც პრიმადონას ასეთი სასაცილო ტანსაცმელი ჩააცვა .


"საფრთხობელა", "ბავშვობაშია გადავარდნილი", "რაც უფრო ვბერდებით, ქვედაბოლო უფრო მოკლდება", ასეთი კომენტარები ახლავს პუგაჩოვას ვიდეოს.






72 წლის მომღერალი ალა პუგაჩოვა ყველაზე პოპულარულ საბჭოთა და რუს მომღერლად ითვლება, თავის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ, უკრაინულ ენებზე, ხოლო დისკოგრაფია ითვლის 100-ზე მეტ სოლო გრამფირფიტას (17 ალბომი, 34 სინგლი და 25 ნაკრები). რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა პუგაჩოვას ალბომები გამოიცემოდა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. დისკების საერთო ტირაჟი 250 მილიონი ეგზემპლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით

0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0