ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც კოსმეტოლოგიურ ჩარევებს მიმარტეს და ძალიანაც ინანეს
ბევრმა ცნობილმა ადამიანმა აღიარა, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კოსმეტიკურ პროცედურებს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კმაყოფილია შედეგებით, არიან ისეთებიც, ვინც ნანობს პროცედურებს და ამის ნაცვლად ბუნებრივად დაბერებას ირჩევს.
1. ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანმა ბოტოქსის გაკეთება სცადა, მაგრამ, მისი აზრით, პროცედურის შემდეგ სახე “გაეყინა".მსახიობი მომავალში ისევ აპირებს ექსპერიმენტებს სახეზე, მაგრამ იმედი აქვს, რომ შემდეგ ჯერზე “სახის მოძრაობას შეძლებს".
2. კამერონ დიასი
2014 წელს ET-თან ინტერვიუში კამერონ დიასმა აღიარა, რომ მან წარსულში სცადა ბოტოქსი, მაგრამ არ მოეწონა პროცედურის შედეგები, რადგან “ახალი სახე" ვერ იცნო. მას შემდეგ კამერონი მხარს უჭერს ბუნებრივ დაბერებას, მოსწონს სახეზე მიმიკური ნაოჭებიც და მას მუდამ ღიმილის ნიშნებად მიიჩნევს.
3. გვინეტ პელტროუ
გვინეტ პელტროუმ ბოტოქსი უკვე სცადა. სხვა კოსმეტოლოგიური პროცესების წინააღმდეგიც არაა, მაგრამ აღიარა, რომ ბოტოქსს აღარ გაეკარება, ადგან მისი აზრით პროცედურების შემდეგ გიჟს ჰგავდა.
4. კაილი ჯენერი
თინეიჯერობის ასაკში კაილი ჯენერს კომპლექსი ჰქონდა თავის თხელ ტუჩებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მიმართა ინექციებსა და ფილერებს, მაგრამ ამ პროცედურების ჩატარებას წლები არ აღიარებდა და ამბობდა, რომ სავსე ტუჩები უბრალოდ კარგი მაკიაჟის შედეგი იყო. მიუხედფავად იმისა, რომ დაბერილი ტუჩები მოსწონდა, რომ რაღაც მომენტში ძალიან შორს წავიდა.
5. ჯენიფერ გრეი
ჯენიფერ გრეიმ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა 1989 წელს, “ბინძური ცეკვები"-დან რამდენიმე წლის შემდეგ და მალევე ინანა, როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდში მსახიობს სწორედ ცხვირი გამოარჩევდა და ოპერაციის შემდეგ რეჟისორებმა მასზე რატომღაც უარი თქვეს.
6. ჯესიკა სიმპსონი
მომღერალმა აღიარა, რომ ტუჩები ინექციებით დაიბერა, მაგრამ არ მოეწონა ზედმეტად ხელოვნური ეფექტი და შვებით ამოისუნთქა, როდესაც ჩაცხრა. სწორედ ამიტომ, მსგავს პროცერდურებს მომავალში აღარ მიმართავს.
7. ჯეიმი ლი კერტისი
ქალმა, ისევე როგორც ბევრმა სხვამ ჰოლივუდში ბევრი ექსპერიმენტი ჩაიტარა სახეზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოეწონა, ასე რომ დღეს მსახიობი ბუნებრივი დაბერების მომხრეა.
8. მელანი გრიფიტი
მელანი გრიფიტმა აღიარა, რომ ვერ მიხვდა როგორ გადაამეტა პლასტიკურ ოპერაციებს სახეზე სანამ საზოგადოებამ არ მიანიშნა ამაზე. სწორედ ამიტომ მიმართა ექიმს და შეეცადა ზოგიერთი პროცედურის შედეგის გაქრობას.
9. კიმ კარდაშიანი
რეალითი შოუს ვარსკვლავმა თავისი “ბავშვის თმა" თმა მოიშორა ელექტროეპილაციის საშუალებით რასაც დღესაც ნანობს, მისი აზრით სწორედ ეს პატარა თმა ეხმარებოდა სახის უფრო ახალგაზრდულად წარმოჩენაში.
10. მიკი რურკი
მიკი რურკი კიდევ ერთი ადამიანია იმ ცნობილი ადამიანების სიაში, რომლებიც ნანობენ პლასტიკურ ოპერაციას. მას ჰგონია, რომ პროცედურისთვის "არასწორ ბიჭთან" მივიდა და საბოლოო შედეგით აღფრთოვანებული არ დარჩა.