საზოგადოება ევროპაში შესაძლოა Facebook და Instagram გაითიშოს 2022, 7 თებერვალი, 22:34 . ევროპაში შესაძლოა Facebook და Instagram გაითიშოს. კომპანია Meta-ს განცხადებით, იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, ევროპაში მისი პლატფორმების მუშაობა საფრთხის ქვეშაა. . მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონების მიხედვით, ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ ის აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს. . Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ახალი შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. თუკი კომპანიის ხელმძღვანელობამ უახლოეს დღეებში ამ მოლაპარაკებების დასრულება წარმატებით ვერ შეძლო, შესაძლოა ევროპაში მცხოვრებ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ხარვეზი შეექმნათ. ცნობილია და უკვე აშკარა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს. 24 შეფასება არ არის
|