რელიგია "უაზრო მარხვით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები" - პეტრე კოლხი 2022, 7 თებერვალი, 15:50
დეკანოზი პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მრევლს შეახსენებს, რომ ადამიანი, მარტო ეკლესიაში სიარულით მართლმადიდებელი მორწმუნე ვერ გახდება. მისი თქმით, ფორმალურად მხოლოდ საეკლესიო წესების დაცვა ფარისევლობაა და ადამიანი მორწმუენა ვერ გახდები, თუ შინაგანად არ შეიცვლები.
"უაზრო მარხვით, თვითნებური ასკეტიზმით, ტაძარში დაოთხილი სიარულით და ზიარების რიგში დგომით, ქრისტიანი ვერ გახდები, თუ ბოღმას, აგრესიას, შურისძიების წყურვილს ვერ მოერიე და ცხოვრების წესით არ გახდი მართლმადიდებელი… რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა?! იმიტომ, რომ რწმენას ვიბრალებთ და ურწმუნოებზე უარესად ვიქცევით… ვისაც უყვარხარ, ის გიყვარდეს, ფარისევლობაა… ვინც გული გატკინა, მას რომ დაინდობ, მაშინ შეიძლება თავს სახარების მიმდევარი უწოდო… ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე… ასე ქრისტიანები არა, წარმართები იქცევიან!.. გერთულება სხვას აპატიო?! ასეა, შენც რთულად, ან საერთოდ არ გეპატიება!…" "გიყვართ- არ გიყვართ, მოგწონთ-არ მოგწონთ, არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო მაინც ყველას ერთი გვაქვს და ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთთან მისასვლელი გზები მოვიკვეთოთ… თუ თვლი, რომ შენ ღვთის შვილი ხარ, ისიც ღვთის შვილია, ვინც შენ შეიძულე და ამით ღმერთს გული ატკინე!.."-იქვე დასძენს კიდევ ერთ პოსტში პეტრე კვარაცხელია. 288 5-ს მოსწონს
|