x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
აფორიზმები ადამიანების შინაგან ბუნებაზე...
"ვეფხისტყაოსანსი" რამდენიმე აფორიზმია, რომელიც ადამიანტა შინაგან ბუნებაზე, გულის კეთილშობილებაზე, ბოროტებასა და ადამიანთა ქცევის საქმეში მათ გავლენას მიუთითებს . ასეთებია :

"ავსა კაცსა ავი სიტყვა ყრჩევნია სულსა, გულსა".

"გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი,


ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!"

"ავსაკაცსა ურჩევნია, ავსამცარას ადრე სცნობდა"

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების !"

"აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია'.


ეს აფორიზმები ერთმანეთთან მწიდრო კავშირში არიან. ცხადია, თუ ავ კაცს, ავი საქმის კეთება თუ სულსა და გულს ურჩევნია, მისი მალე გაგებაც უხარია, ასეთი ადამიანი ცუდს, რომ გამოავლენს ვიტყვით, - მას ავის ჩადენა ისე აქვს შინაგან მოტხოვნილებად ქცეული, როგორც წყლის, ჰაერის და საკვების მოტხოვნილებაო. რა ქცევის მოთხოვნილებაც ჭარბად აქვს ადამიანს, მას გამოავლენს ე.ი ის გადმოსდინდება მისგან და ამიტომაც ამბობს რუსთაველი :

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!"

image

"ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!" - ეს სტროფიც ადამიანის სინაგან, - კერძოდ გულის, ბუნებაზე მიუთითებს . რუსთაველი ბოროტებისა და კეთილშობილების ჩადენის საქმეში გულს აძლევს უპირატესობას. ამაში ნათლად დავრწმუნდებით, თუ სტროფის თითოეულ ტაეპს ცალ-ცალკე გავარჩევთ.

პირველი ტაეპის მიხედვით, ზოგის გული ხარბი და გაუმაძღარია და ასეთი ადამიანი ცხადია ავს ადვილად ჩაიდენს.

მეორე ტაეპში ვხედავთ, რომ ზოგს ისეთი კეთილი გული აქვს, გაჭირვებას ითმენს, სხვისთვის მაშინაც ლხინის მდომელია და ის კეთილს ჩაიდენს ყოველთვის.

მესამე და მეოთხე ტაეპიდან ნათლად ჩანს, რომ ზოგის გული ისე ბრმა და ურჩია, ვერაფერს ზომავს, არაფერს უწევს ანგარიშს.


ვლადიმერ გოგიბერიძე- აფორიზმების განმარტებები






























0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0