x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ფილმი, სადაც მთავარი გმირების ტანსაცმელზე კოსტიუმერებმა სცენარისტებზე არანაკლებ იმუშავეს და ფურორი მოახდინეს

ფილმებში დიდი ყურადღება ეთმობა კოსტიუმებსაც, ოსკარის დაჯილდოებზე მათ ხომ ცალკე ნომინაციაც აქვთ. წარმოგიდგენთ ფილმებს, სადაც კოსტიუმების დიზაინერებმა ისეთივე წვლილი შეიტანეს, როგორც სცენარისტებმა და რეჟისორებმა.

1. კრუელა

კრუელას ეფექტურმა გამოჩენამ ე. წ. “ნაგვის" კაბით ნამდვილად აჟიოტაჟი გამოიწვია ფგილმშიც და კრიტიკოსებთა შორისაც. მთავარმა გმირმა ხომ ბარონესას კაბებისგან შეიკერა თავად სამოსი და ძველი ტანსაცმელი ნაგავს შეადარა. როლის შემსრულებელმა ემა სტოუნმა თქვა, რომ ეს სამოსი მისი ფავორიტია ფილმში. კოსტიუმების დიზაინერებმა ყველაფერი გააკეთეს: მათ 12 მეტრიანი კაბის შლეიფი შექმნეს, რომელიც იმდენად მძიმე იყო, რომ ემა მოძრაობას ვერ ახერხებდა. image

2. გუჩის სახლი

გადაღებების დროს ლედი გაგა 54 სხვადასხვა სამოსით წარსდგა. არ განმეორებულა არც ერთი დეტალი, საყურეებიც კი. ყველაზე დიდი სირთულე შეიქმნა საქორწინო კაბის შექმნისას. დიზაინერებმა პატრიცია რეჯანის კაბის ზუსტი ასლი შექმნეს, გადაღებების დაწყებამდე კი მასზე უარი თქვეს. ფაქტია, რომ კაბის ორიგინალური ვერსია შემქმნელებს ზედმეტად მარტივი და დახურული მოეჩვენათ. ”ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ კაბა უნდა ასახავდეს პატრიციას ცხოვრების ბედნიერ პერიოდს”, -ასე განმარტეს კოსტიუმების დიზაინერებმა თავიანთი არჩევანი.image

3. ალქაჯები

ფილმის სამყაროში ჯადოქრების ხელები ნაკლებად ჰგავს ადამიანებს: ჯადოქრებს მხოლოდ 3 თითი აქვთ. გასაკვირი არ არის, რომ გმირები ხელებს ქსოვილის ქვეშ მალავენ.

თუ ფილმის ყურებისას ყურადღებას მიაქცევთ ჯადოქრების ხელთათმანებს, ცხადი გახდება, რომ ზოგიერთი თითი არასოდეს იხრება, თითქოს შიგნიდან ბამბით ან თექით არის შევსებული. სწორედ დიზაინერმა მოიფიქრა ეს იდეა ჯადოქრებისთვის.image

4. ჯადოსნური ცხოველები 2: გრინდელვალდის დანაშაული.

ფილმში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ცირკის შემსრულებლის გველად გადაქცევაა. კოსტიუმების დიზაინერმა ბევრი იფიქრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მალედიკტუსის, დაწყევლილი გოოგნას სამოსი, რომელიც იძულებული ხდებოდა გველად ქცეულიყო. საჭირო იყო ისეთი კაბის შეკერვა, რომლის ქსოვილი გველის ტყავთან მჭიდრო კავშირში იქნებოდა. ამ ეფექტის მისაღწევად მხატვარმა გადაწყვიტა აეღო ჩვეულებრივი მაქმანი და მასზე მეტალის ფოლგა დაეტანა. კაბის მკლავებსა და ქვედაბოლოებს კი მაქმანები დაუმატეს, გველის რკალებს მაქსიმალურად რომ დამსგავსებოდა.image

5. მის პერეგრინის სახლი უცნაური ბავშვებისთვის

ევა გრინის გმირს, მის პერეგრინს, შეუძლია ჩიტად იქცეს, მაგრამ შემქმნელებს არ სურდათ, მის კოსტიუმს აშკარად ენიშნებინა მაყურებლისთვის ეს ძალა. ამიტომ სამოსის სახელოებზე სპეციალური ჩანართები გაკეთდა, შიგნიდან ამოქარგული აბრეშუმით მეტალის ბზინვარებით.

როდესაც პერეგრინი მოძრაობს, ყურადღებიან მაყურებელს შეუძლია შეამჩნიოს მცირე მოძრაობა მის ნაქარგებზე, ეს კი თავის მხრივ იწვევს ასოციაციას ბუმბულთან.image

6. ტურისტი

მდიდრული შავი კაბა, რომელსაც ანჯელინა ჯოლის გმირს წვეულებაზე აცვია, ხელითაა შეკერილი. კაბის შექმნას რამდენიმე კვირა დასჭირდა. დახვეწილი სამოსი შედგებოდა შავი აბრეშუმის, ატლასის და ბადის მასალისგან. კოსტუმების დიზაინერი იხსენებს: „ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა მართლაც ქალური კაბა, რომელიც სხვა ეპოქის აზრებს აღძრავს, მაგრამ ამავე დროს ყელსაბამს არ დაჩრდილავს“.image

7. დიუნი

დიზაინერებმა შექმნეს მინიმუმ ათასი განსხვავებული სამოსი ფილმის გმირებისთვის. მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა ეგრეთ წოდებული დისტიკომბი, არრაკისის მკვიდრთა დამცავი კოსტიუმი, რომელიც სითხის გადამამუშავებელი მექანიზმია.

„მოწყობილობის მოქმედება დამოკიდებულია ადამიანის მოძრაობაზე და ამიტომ ეს ტანსაცმელი მჭიდროდ უნდა მოერგოს სხეულს. კოსტიუმების შესაქმნელად საჭირო იყო მსახიობების სხეულების ფორმების დამზადება, რომლებიც ჩარჩოში ატარებენ დისტიკომს“. ამიტომ, კოსტიუმი ხელთათმანივით ზის როგორც გიგანტ ჯეისონ მომოაზე, ასევე გამხდარ ზენდაიაზე.image

8. მიდსომარი

მაისის დედოფლის ჩაცმულობაზე, რომლითაც ფილმის ფინალში მთავარი გმირი ფლორენს პუჰი გამოჩნდება, 5 ადამიანი მუშაობდა ერთი თვის განმავლობაში. მათ კაბას 10 ათასი აბრეშუმის ყვავილი მოარგეს, რომლებიც ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდებოდა ნამდვილისგან.

კოსტუმი წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ მის ქვეშ სკამი იყო დამალული, რათა ფლორენსს დაჯდომა შესძლებოდა. ყვავილის გვირგვინიც ასევე ძალიან მძიმე იყო. კინორეჟისორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფიზიკური დისკომფორტი მსახიობს დაეხმარა ფინალური სცენის განსაკუთრებული დრამატულობით ეთამაშა.image

9. ის

რადგანაც პენივაიზი ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა დედამიწაზე, დიზაინერები შეეცადნენ ამის გამოხატვას ტანსაცმლის საშუალებით. ამიტომ, მისი კოსტუმის შექმნისას ექსპერტები შთაგონებული იყვნენ ჯამბაზებისა და აკრობატების გამოსახულებებით სხვადასხვა ეპოქიდან: ვიქტორიანული, ელიზაბეტური და რენესანსი. ასევე გადაწყდა, რომ კლოუნის ტანსაცმელს მეტი ნაკეცი უნდა დამატებოდა, რათა ქსოვილს რაიმე ორგანულ ნივთიერებასთან ასოციაცია გამოეწვია, სწორედ ამიტომ ჰგავს ის ხანდახან მუხლუხოს.image

10. გასულ ღამეს სოჰოში

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მოდის კოლეჯის სტუდენტი აღმოჩნდება გასული საუკუნის 60-იან წლებში, სადაც ხვდება დამწყებ მომღერალს, რომელსაც ასრულებს ანა ტეილორ-ჯოი. დროში მოგზაური შთაგონებულია მისი ატმისფერი კაბით და გადაწყვეტს შექმნას მსგავსი რამ თანამედროვე სამყაროსთვის.

ფილმის შემქმნელების წინაშე დადგა ამოცანა, შეექმნათ ანასთვის შთამბეჭდავი იმიჯი, მაგრამ ამავდროულად არ წასულიყვნენ პერსონაჟის სიუჟეტის წინააღმდეგ. კოსტუმების დიზაინერი იხსენებს: „ვფიქრობდი, საიდან ჰქონდა მთავარ გმირს ასეთი ძვირფასი კაბა, ის ხომ მდიდარი არაა". შემდეგ კი გამახსენდა, რომ მის დროს ბევრი საკუთარ ტანსაცმელს ქაღალდის შაბლონებით კერავდა და გადავწყვიტე ამაზე ფოკუსირება. ამრიგად, ერთი შეხედვით მთავარი გმირის კაბა მდიდრულს ჰგავს, მაგრამ ბოლოებს თუ დააკვირდებით, გაიგებთ, რომ ის არც იეთი დახვეწილია და ეტყობა, რომ გოგონამ თვითონ შეკერა იგი.image



1
313
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
313
  
2022, 8 თებერვალი, 20:08
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1