ქალი და მამაკაცი გია ბაღაშვილის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს? 2022, 7 თებერვალი, 9:14 მუსიკოს გია ბაღაშვილის და მსახიობის თაკო ტაბატაძის დაშორების შესახებ ჭორები არც თუ უსაფუძვლი გამოდგა,
თაკოს, რომელსაც ოთხი ქალიშვილი შეეძინა გიასთან ქორწინების პერიოდში ახალი რჩეული ჰყავს, ეს გახლავთ ფეხბურთელი სპანდერა, ანუ ნუგზარ სპანდერაშვილი, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსია. წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მუსიკოს გია ბაღაშვილის აწ უკვე ყოფილი მეუღლეს თაკო ტაბატაძეს ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც უწოდებენ, როგოც ზემოთ მოგახსენეთ ოთხი ქალიშვილის დედაა, პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობდა, ასევე მონაწილეობა მიიღო „ჩხიკვთა ქორწილის“ ახალ ვერსიაში, რომლის დადგმაც განხორციელდა 2018 წელს "ბლექ სი არენაზე". რაც შეეხება ნუგზარ სპანდერაშვილს, 23 წლის თავმდამსხმელი ამჟამად გორის "დილას" ღირსებას იცავს. შეგახსენებთ, გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ, მაშინ მოცეკვავე თაკო 18 წლის იყო, რის გამოც მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია. 1921 3-ს მოსწონს
|