x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ციტომეგალოვირუსი
ანთროპონოზული ინფექციაა, იწვევს ადამიანის მეხუთე ტიპის ჰერპესვირუსი, რომელიც გამოყო სმიტმა 1936 წელს. დაავადება ითვლება იმუნოფეციტის ინდიკატორად და ნაყოფის მძიმე დაავადების მაღალ რისკად.

image
იწვევს ციტომეგალოვირუსი, ინფიცირებული უჯრედები ზომაში, მოცულობაში დიდდებიან, ამიტომ ეწოდება ციტომეგალია.

ციტომეგალივირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პერსისტული ლატენტური ინფექცია და იმუნოდეფიციტის პირობებში რეაქტივაცია.

ლატენტურ ფორმაში ვირუსი არის სანერწყვე ჯირკვლებში, ლიმფორეტიკულურ უჯრედებში, თირკმელებში. ვირუსი კარგად ძლებს ოთახის ტემპერატურაზე, გაყინვას ვერ იტანს.


ინფექციის წყაროა ადამიანი. დასნებოვნება ხდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური(სქესობრივი) გზით. გადაცემის ფაქტორებია დაავადებული ადამიანის ნერწყვი, სპერმა, ვაგინალური სეკრეტი, შარდი, რძე. ნაყოფის ინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტურად და მშობიარობის პროცესში.

ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მოზრდილი მოსახლეობის 90%-ს დაუდგინეს ანტისხეულები ციტომეგალოვირუსის მიმართ.

image

ცმვი-ს პოლიმორფული კლინიკა აქვს. არსებობს ლატენტური ფორმა, შეძენელი მწვავე ლოკალური და გენერალიზებული ფორმა, მწვავე და ქრონიკული თანდაყოლილი.

გართულებები შეიძლება იყოს კოლიტი, პლევმონიის, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ენცეფალიტის და კუჭ-ნაწლავის დაზიანებით.

სიმპტომები: ვირუსული დაავადებების გააქტიურება; ბრონქიტის, პნევმონიის განვითარება და შინაგანი ორგანოების დაზიანება;თირკმელების ქსოვილების დაზიანება.გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები; კუნთების ტკივილი; თავის ტკივილი; ლიმფური კვანძების დაზიანება და ლიმფადენიტის განვითარება; გამონაყარი კანზე.

image

მწვავე თანდაყოლილი ცმვი ორსულობის ადრეულ პერიოდში იწვევს ნაყოფის სიკვდილს და აბორტს. მეორე ნახევარში კი გენერალიზებულ პროცესს ორგანოების დაზიანებით.

ქრონიკული თანდაყოლილი ცმვი-ს დროს ავადმყოფს აღენიშნება ჰიდრო- და მიკროცეფალია, სიბრმავე, ინტელქტის დაქვეითება. ამ სიმპტომებს საფუძვლად უდევს ციტომეგალოვირუსული მეტამორფოზი.

IgG კლასის ანტისხეულები ციტომეგალოვირუსის (CMV) მიმართ მიუთითებენ მიმდინარე ან წარსულში გადატანილ ციტომეგალოვირუსულ ინფექციაზე. მათი პროდუქცია იწყება ინფიცირებიდან 10-14 დღეში. მოცემული ანტისხეულების გამოვლენა ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში (სეროპოზიტიურობა). არ უზრუნველჰყოფენ მდგრად იმუნიტეტსა და დაცვას რეაქტივაციისგან. მოცემული იმუნოგლობულინების არსებობა ახალშობილებში არ წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან ნიშანს ინფიცირებისას (მოცემული ანტისხეულები გადაკვეთენ პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება იყვნენ დედისეულნი). აუცილებელია შეედაროს დონეები ბავშვისა და დედის, და მოხდეს დინამიკაში კონტროლირება (თუ ეს დედისეულია მოხდება შემცირება). აუცილებელია IgM-ის კონტროლი.

image

სადიაგნოსტიკო ანალიზებს მიეკუთვნება: სეროლოგია, pp65 ანტიგენემიის ტესტი, ჰისტოპათლოგია და ნუკლეინმჟავის ამპლიფიკაცია და სისტემების განსაზღვრა, უფრო ხშირად რაოდენობრივ პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე დაფუძნებული ანალიზი.

ძლიერი იმუნიტეტის მქონე პირებში, დაავადება როგორც წესი თვით-შემზღუდავია; აქედან გამომდინარე, მკურნალობას არ საჭიროებს.

კომპრომისული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, პრიორიტეტულ მკურნალობას წარმოადგენს ინტრავენური ვალგანციკლოვირი, ან ინტრავენური განციკლოვირი. უფრო იშვიათად გამოყენებადი აგენტებია ინტრავენური ფოსკარნეტი და სიდოფოვირი.

image

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0