x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვცდილობ არ აგყვე ლანძღვაში, არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას"- რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ჯანგირაშვილი და ელისაშვილი

image

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანიების - "ტვ პირველის", "ფორმულანიუსისა" და "კავკასიის" წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, ზემოჩამოთვლილმა არხებმა მისი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით არასწორად გააშუქეს.


"უკვე გითხარით კიდეც რომ გუშინ ამაზრზენი რამ იკადრა ტვ პირველმა. ჩემი პოზიცია და განცხადება აბსოლუტურად უკუღმა წარმოაჩინეს. მათთან ერთად იგივე გააკეთეს ფორმულანიუსმა და სამწუხაროდ კავკასიამაც. ზუსტად იგივე უმსგავსობა გააკეთა ტაბულამაც.


ტვ პირველის, ფორმულას და კავკასიის სქრინები მაქვს და ვინმეს ხომ არ გაქვთ ტაბულას დადებული "ქარდი" ჩემი გუშინდელი ფრაზით? თუ ვინმე ტაბულას "ქარდს" მომაწვდის ძალიან დამავალებს. წინასწარ დიდი მადლობა"- დაწერა ელისაშვილმა, რომლის პოსტსაც "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გამოეხმურა:


"ვცდილობ არ აგყვე ლანძღვაში. მიხარია რომ ქატიაში შეიტანე საჩივარი. კარგი ადგილია პროფესიული დისკუსიისთვის და არგუმენტების წარსადგენად. შევხვდებით ქარტიაში. იმედია კავკასიისთვის ბოდიშის მოხდა არ გაგიჭირდება" - ჯანგირაშვილის კომენტარს მალევე კვლავ ელისაშვილის საპასუხო რეაქცია მოჰყვა:


"ა, ესეიგი მე მაქვს იქით მოსახდელი ბოდიში ხო? რა საინტერესოა. ყოჩაღ თქვენ ნინო! ყოჩაღ"- დაწერა "მოქალაქეების" ლიდერმა.


"დანარჩენი ქარტიაში ალეკო, თორემ ახლა ქოცტროლებიც შემოლაგდებიან ჩემგან შენს დასაცავად და ისეთი ამბავი დატრიალდება აქ, მგონი არ ეკადრება ჩვენს წარსულ მეგობრობას." - მიუგო ტელეწამყვანმა პასუხად ყოფილ კოლეგას.


ცნობისთვის, წლების წინ ალეკო ელისაშვილს "კავკასიის" ეთერში გადაცემა "ბარიერი" მიჰყავდა.





0
806
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
806