ჩოგბურთი ნადალის გამარჯვებამ და სხვა მიზეზებმა ჯოკივიჩი აიძულა ვაქცინაციაზე დათანხმებულიყო 2022, 6 თებერვალი, 12:01
ნოვაკ ჯოკოვიჩთან გარემოცვა ადასტურებს, რომ ცნობილმა სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მსოფლიოს პირველ რაკეტას სხვა გზა არ აქვს.
კოვიდ ვაქცინის გარეშე, ჯოკოვიჩი უბრალოდ რისკავს, იგი ელემენტარულად მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერების რიგებიდან ქვემოთ დაეშვება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ბრწყინვალე კარიერა დიდმა სპორტსმენმა, რომელსაც 20 გრანდ სლემის ტურნირი აქვს მოგებული, ასე უღიმღამოდ დაასრულოს. იანვარში 21-ე სლემის მოგების შანსი ჯოკოვიჩმა თავად წაართვა საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ავსტრალიის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, რომლებმაც ანტივაქსერი ჯოკოვიჩი მიზანმიმართულად გააძევეს ავსტრალიის ღია პირველობიდან. მაშინ სერბს არც მოგებულმა სასამართლომ და არც მისი გულშემატკივრების მხარდაჭერამ უშველა. მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერს მკაცრად მიანიშნეს, რომ დღეისთვის მისი წესებით თამაშს არ აპირებდნენ, მით უმეტეს როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუცრელ ჯოკოვიჩს არც საფრანგეთის ღია პირველობაზე, "როლან გაროსის"თასზე დაუშვებდნენ და ასევე არც იტალიაში, სადაც მთელი ქევყნის ტერიტორიაზე აკრძალულია აუცრელი ჩოგბურთელის ასპარეზობა. შეერთებულ შტატებშიც, ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ იმ უცხოელებს უშვებენ, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარეშე ნოვაკი რისკავს გამოტოვოს ტურნირები ინდიან უელსსა და მაიამიში. ასევე ჯოკოვიჩი დააზარალა რაფაელ ნადალის გამარჯვებამ ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელმაც ესპანელს დიდი სლემის 21-ე ტიტული და მსოფლიო ლიდერობა მოუტანა "დიდი სამეულის" ჭიდილში .რომელშიც ასევე მონაწილეობს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, მასაც ნოვაკივით 20-ჯერ აქვს მოგებული დიდი სლემი. ზემოთ მოყვანილი ანალიზის ფონზე, მაშინ არც უნდა იყოს გასაკვირი რომ ჯოკოვიჩმა შეცვალა პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ს ჩოგბურთელის ბიოგრაფმა დანიელ მუკშამ დაუდასტურა. 184 3-ს მოსწონს
|