x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"მინდა სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს წერტილი დავუსვა" - რას წერს ხატია სიჭინავა

image


ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა რომელიც მკვეთრი ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს რომ "მწვანე პასპორტების ლიდერი და სულისჩამდგმელი" ის კი არა, არამედ ზვიად ტომარაძეა.


"ბულინგი ბულინგია, მაგრამ მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს, რომელიც ზოგიერთმა სერიოზულად მიიღო, წერტილი დავუსვა.


მე არ ვარ ლიდერი
ეს გამარჯვება ხალხის ერთად დგომამ მოიტანა და მე ერთერთი ვარ ამ ხალხში
არასდროს მქონია არც ამბიცია და არც სურვილი, ჩემი სახელი დომინანტი ყოფილიყო, ეს გააკეთეთ თქვენ, ვინც შავი პიარით დაკავდით


ის, რომ არასდროს შევიცვლი აზრს, ბულინგი კი არა, ფიზიკურად გასწორებაც რომ შეგეძლოთ, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პატივს ვცემ და ვენდობი საკუთარ თავს და აზრს. და არა იმას, რომ ამით მინდა ვინმეს რამე დავუმტკიცო.
ის, რომ სამყაროს ჭირდება სიყვარული და პოზიტივი, ასევე ჩემი უცვლელი აზრია


ის, რომ გადასახადებს თავზე გვახევენ, მეც ისე მაწუხებს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს. ამიტომ თუ ჩემი გვერდით დგომა დაგჭირდებათ, ისე დავდგები, როგორც ყოველთვის
მწვანე პასპორტების ლიდერი და სულისჩამდგმელი, ვინც მე დამიძახა აქციაზე, არის ზვიად ტომარაძე
მე ვიქნები და ვარ ყოველთვის უბრალო ხალხის გვერდით, რადგან თვითონ ვარ ერთერთი მათგანი


მე მესმის, ბევრი ცინიზმით წერს და შინაგანად ასე მგონია თავის ნაწერზე ხარხარებს, მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით, რომ არასდროს არავის არ ვცემ პასუხს და ამით არა მათ, არამედ ჩემს თავს ვცემ პატივს
მიყვარხართ ", – წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.




0
277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
277