საზოგადოება ოდრი ჰეპბერნის და სოფი ლორენის გამონათქვამები,რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს 2022, 4 თებერვალი, 16:37 ![]() ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში იმალება ... ოდრი ჰეპბერნის ჭეშმარიტი სილამაზე გამომდინარეობდა მისი ერთგული, კეთილი და ემპათიური ბუნებიდან, ეს იყო ის თვისებები, რომელიც მას ნამდვილად მშვენიერს ხდიდა.
ოდრი ჰეპბერნის რჩევები ჭეშმარიტი სილამაზისათვის:
„მიმზიდველი ტუჩებისათვის, ისაუბრეთ სიკეთით სავსე სიტყვებით"
"თუ გინდათ, რომ ლამაზი თვალები გქონდეთ, დაინახეთ კარგი ადამიანებში."
"გამხდარი სხეულისათვის, გაუზიარეთ თქვენი საკვები მშიერ ადამიანს."
"ლამაზი თმებისთვის, ნება მიეცით ბავშვს, დღეში ერთხელ აგიჩეჩოთ თმები"
"ქალის სილამაზე არ არის ტანსაცმელში ან ვარცხნილობაში, რომელსაც იგი ატარებს.ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახოთ, რადგან ეს არის კარი მისი გულისაკენ, ადგილი სადაც სიყვარული ბინადრობს."
სოფი ლორენი
"სილამაზე არის ის, თუ როგორ გრძნობ თავს შინაგანად და ეს აისახება შენს თვალებზე “
როგორც ლორენი აღნიშნავს თავის წიგნში-"ქალები და სილამაზე"- სილამაზე წარმოსახვის უნარში, მოწყვლადობაში, ნიჭში და სიბრძნეში იმალება.
"სილამაზე ყველა ქალშია."
143 1-ს მოსწონს
|