ქალი და მამაკაცი "რატომ არის, რომ ყველაფერი ქალს ბრალდება, იქნებ კაციც დამნაშავეა"-ეკა მამალაძე 2022, 4 თებერვალი, 14:59
მომღერალი ეკა მამალაძე მიწვეული იყო გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ სადაც სხვა კითხვებთან ერთად უპასუხა ერთ-ერთ მთავარს, რომელზეც საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს:აბრალებენ სხვისი ოჯახის დანგრევას.
"რომ ჩაიხედონ თავის თავში და დაადანაშაულონ, არავის უნდა. ეგება რაღაცა შენი ბრალია. რატომ არის, რომ ყველაფერი ქალს ბრალდება, იქნებ კაციც დამნაშავეა. ზოგი ოჯახიდანაც ვერ მოდის და ვიღაც ქალი ექაჩება მას“, - ამბობს ეკა მამალაძე. როგორც ცნობილია, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ სწორედ ეკა მამალაძის გამო დაშორდნენ, რადგან გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან- ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა სწორედ მეუღლის მეშვეობით გაიცნო გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. ამბობდნენ, რომ თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭოხონელიძე და როინიშვილი კვლავ ერთად არიან. ეკა მამალაძემ ასევე პირველი სიყვარული გაიხსენა: "პირველი კოცნა პირველ სიყვარულს უკავშირდება, მანქანაში ვიჯექი, სახლში მაცილებდა.მე მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა და პატარა ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, ამის გამო ცუდად არ ვგრძნობდი თავს.ძალიან მიყვარდა.თავდავიწყებით სიგიჟემდე, ძალიან კარგი იყო". ეკა მამალაძემ დედაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დამსახურებაცაა, რომ ნანი ბრეგვაძე ასეთ კარგ ფორმაშია: "გადაწყვეტილებას ადვილად ვიღებ, ოჯახი მე მიმყავს. ნანი თუ დღეს ნანია ეს ჩემი დამსახურებაცაა, მეც წილი მაქვს, რომ ნანი ასეთი ვაჩვენო ყველას და მოვუარო“, - განაცხადა ეკა მამალაძემ. 393 4-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤