x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თენგიზ ცერცვაძე სოსო გოგაშვილს გამოქვეყნებული პოსტის გამო შეხვედრას თხოვს
image


"გამომეხმაურა 4-დან ერთი. კარგია ეს, თუ გამბედაობაა და არა სხვა რამე… დარტანიანი 2 წელია სათოფეზე არ მეკარება და ის ორი მუშკეტერი ამ კუთხით დუმს. ჯერჯერობით, “ბრალდებულო” ცერცვაძე “დაზარალებული” გოგაშვილი მზადაა შესახვედრად. (ორჯერ აცრილი, კოვიდგადატანილი და ბუსტერის მოლოდინში მყოფი).


კარგად მომზადებული, მოკლული ოჯახის წევრების, თუ უცნობი ადამიანების ინტერსების დამცველის ფუნქციით. ეპიდემიის მართვის პერიოდში გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ ჩადენილი მთელი რიგი მძიმე დანაშაულების მტკიცებულებათა დასტით.


შეხვედრის ორი ფორმაა- ღია, საჯარო, სადაც, თუ გსურთ ის ორიც დაისწარით, ( მთავარი იმალება)ან დახურული.


რადგან თქვენ არ ძალგიძთ და ვერ უზრუნველყოფთ შეხვედრის უსაფრთხო გარემოს, ამიტომ ადგილს მე შევარჩევ ყველა შემთხვევაში. Честь имею сударь!" - ფეისბუქზე დაწერა სახალხო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სოსო გოგაშვილმა.


მალევე, თენგიზ ცერცვაძე შემდეგი სახის პოსტით გამოეხმაურა სოსო გოგაშვილს და შეხვედრა სთხოვა წინასწარ დათქმულ დროზე.


"ბა­ტონ­მა სოსო გო­გაშ­ვილ­მა თავს უფ­ლე­ბა მის­ცა, მო­ვეხ­სე­ნი­ე­ბი­ნე უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფორ­მით ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის, მე­ტიც, ყო­ველ­გვა­რი სა­ბა­ბის გა­რე­შე. და­ბე­ჯი­თე­ბით ვთხოვ ბა­ტონ სო­სოს, აუ­ცი­ლებ­ლად შემ­ხვდეს წი­ნას­წარ დათ­ქმულ დროს“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.


შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს სოსო გოგაშვილმა შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა, რასაც დაურთო ცერცვაძის ვიდეოგამოსვლა. რამაც გამოიწვია ცერცვაძის საპასუხო გამოხმაურება.


"ჩვენება #2. “ბრალდებული ცერცვაძე”: …“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა”… მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?


არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული- “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა! აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?უხ, თქვენი… ო, რა მწარედ აგებთ პასუხს… პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად!!!"





შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეისთვის კოვიდით 15 016 გარდაცვლილია. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავისი საქმიანობის აგარიშის პრეზენტაციაზე 25 დეკემბერს განაცხადა:

"გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი".
1
141
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
141
  
2022, 2 თებერვალი, 21:44
ერთერთი კლინიკა, სადაც ლეტალობის დონე 15% და ალბათ უფრო მეტიცაა, ზღვის ჰოსპიტალია, ჰუალინგში. სწორედ აქედან გამოწერეს ჩემი ქმარი, ვითომ გამოჯანმრთელებული, არადა, სინამდვილეში თითქმის მომაკვდავი და შემდეგ სხვა კლინიკაში გარდაიცვალა... არ გაიხარონ ჩემი შვილების და ჩვენისთანა ოჯახების ცოდვით მაგ თეთრხალათიანმა ჯალათებმა,, როგორიცაა მაგ. ვაი ექიმი მანანა ნამორაძე და მისთანა მკვლელები!!!
0 1 1