x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ორნელა მუტის სურს რუსეთის მოქალაქე გახდეს
imageიტალიელმა მსახიობმა ორნელა მუტიმ განაცხადა, რომ სურს გახდეს რუსეთის მოქალაქე და ისაუბროს რუსულად. ამის შესახებ მან სააგენტო ТАСС.-თან ინტერვიუში განაცხადა.


„ჩემთვის კარგი იქნებოდა მოქალაქეობის მიღება, რადგან ეს დედაჩემთან დაკავშირებული კულტურის ნაწილია. ის წელს გარდაიცვალა და ეს მისთვის საჩუქარი იქნებოდა“, - თქვა მან.


მუტიმ დასძინა, რომ საბუთებს აგროვებს. თუმცა, მისი თქმით, იტალიური ბიუროკრატია გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის. მსახიობი რუსულსაც სწავლობს, მაგრამ თავისუფლად ვერ საუბრობს. მუტი ფიქრობს, ენაში რომ გაიწაფოს, მას რუსეთში რამდენიმე თვიანი პრაქტიკა სჭირდება.


სააგენტოსთან ინტერვიუს დროს მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან სურდა რუსეთში მუშაობა. თუმცა, ფილმის "ცხოვრება მშვენიერიას"(1980) შედეგ შეთავაზება აღარ ჰქონია.(შენიშვნა: "ცხოვრება მშვენიერია" სერგეი ჩუხრაის საბჭოთა-იტალიური ერთობლივი ფილმი)



ორნელა მუტი ქართველი მაყურებლებისთის ცნობილი გახდა ფილმით "არამზადას სიკვდილი"(1977 წელი), სადაც ის ალენ დელონთან ერთად თამაშობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჩვენში ფილმებით "ჭირვეულის მორჯულება"(1980) და "უზომოდ შეყვარებული"(1981), ორივე ფილმში მუტის პარტნიორი ადრიანო ჩელენტანოა.

image

ორნელა მუტი დედის მხრიდან ნახევრად რუსი იყო, მისი რუსი წინაპრები სანკტ-პეტერბურგიდან ესტონეთში გადასახლდნენ, იქიდან კი იტალიაში.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ურუგვაელ მომღერალ ნატალია ორეიროს და მის შვილს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

1
472
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
472
  
2022, 1 თებერვალი, 19:41
დაბერებულა და გამოშტერებულა. წინაპრებს თავი დაუღწევიათ და ეს რუსეთისკენ ილტვის.
0 1 1