საზოგადოება სტალინის გამონათქვამები 2022, 1 თებერვალი, 16:51 იოსებ სტალინი იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დიქტატორი 1929 წლიდან 1953 წლამდე.
სტალინის დროს, საბჭოთა კავშირი გლეხური საზოგადოებისგან ინდუსტრიულ და სამხედრო ზესახელმწიფოდ გადაკეთდა. თუმცა, ის მართავდა ტერორს და მილიონობით საკუთარი ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა მისი სასტიკი მმართველობის დროს.
სტალინის გამონათქვამები
"ერთი სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონი სიკვდილი კი სტატისტიკა"
"ყველაფერს ის წყვეტს, ვინც ხმებს ითვლის და არა ის, ვინც ხმას იღებს"
"განათლება არის იარაღი, რომლის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის უჭირავს ხელში და ვისკენაა მიმართული"
"ამ არსებამ ჩემი ქვის გული შეარბილა. ის მოკვდა და მასთან ერთად გარდაიცვალა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობები კაცობრიობის მიმართ"
"გმირები კი არ ქმნიან ისტორიას, არამედ ისტორია ქმნის გმირებს."
"სიკვდილი ყველა პრობლემის მოგვარებაა. არ არის კაცი - არაა პრობლემა."
"ისტორიამ გვაჩვენა, რომ უძლეველი ჯარები არ არსებობენ."
" მე მჯერა მხოლოდ ერთი რამის- ადამიანის ნების"
"მადლიერება არის ავადმყოფობა, რომელსაც ძაღლები განიცდიან"
"აბრეშუმის ხელთათმანებით რევოლუციას ვერ მოახდენ"
"მუსიკა კარგია, ის ამშვიდებს მხეცს ადამიანში"
"მიჭირს წარმოდგენა, რა პირადი თავისუფლებით სარგებლობს უმუშევარი, რომელიც მშიერი დადის და სამუშაოს ვერ პოულობს. ნამდვილი თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იქ, სადაც გაუქმებულია ექსპლუატაცია, სადაც არ არის სხვების ჩაგვრა, უმუშევრობა და სიღარიბე, სადაც ადამიანს არ აწუხებს შიში იმისა, რომ ხვალ სამუშაოს, სახლს და პურს მოკლებული იქნება.მხოლოდ ასეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი რეალური და არა ქაღალდის, პირადი და ყოველგვარი სხვა თავისუფლების მოპოვება ."
" ივარჯიშეთ, შეეცადეთ აღიდგინოთ ადამიანის გარეგნობა"
"საბჭოთა კავშირში უკან დახევას უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება, ვიდრე წინსვლას."
" ერთადერთი რეალური ძალა გამოდის გრძელი თოფიდან."
387 1-ს მოსწონს
|