საზოგადოება საქართველოში ყველაზე იშვიათი და გავრცელებული სახელები და გვარები 2020, 20 დეკემბერი, 19:27
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის, კი, ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.
ყველაზე მეტი გიორგი (63651) და ნინო (42598) თბილისშია რეგისტრირებული. პოპულარული სახელების ათეულები ასეთია: კაცი: სახელი/რაოდენობა გიორგი - 191389 დავით - 67418 ალექსანდრე - 41270 ლუკა - 38668 ნიკოლოზ - 36240 ირაკლი - 35940 ზურაბ - 31607 ლევან - 28341 საბა - 25893 ლაშა - 25357 ქალი: სახელი/რაოდენობა ნინო - 115119 მარიამ - 67406 თამარ - 50393 ანა - 47661 მაია - 47349 ნანა - 42706 ნათია - 38246 ელენე - 34825 მანანა - 34236 ქეთევან - 32572 საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული. გვარი/რაოდენობა ბერიძე - 14461 მამედოვი - 13652 კაპანაძე - 9507 ალიევი - 8927 გელაშვილი - 8793 მაისურაძე - 7602 გიორგაძე - 6728 ბოლქვაძე - 6237 ლომიძე - 6172 წიკლაური - 6143 რაც შეეხება იშვიათ სახელებსა და გვარებს: სახელი: მილიარდი ვებერთელა მხედარი ვინარი კუკუშა ედემი ფუჩქი ფიზიკა პელე გარინჩა გვარი: ავგაროზაშვილი თერძიშვილი კბილიანაშვილი ზეცაშვილი ზურმუხტაშვილი კრიჭინაშვილი ვარვარიძე სურვილაძე შავთვალიშვილი უფროსაშვილი 739 1-ს მოსწონს
|