საქართველო "მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი…" - რას წერს სოსო გოგაშვილი 2022, 1 თებერვალი, 16:41 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ე.წ. "სამი მუშკეტერის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს:"ჩვენება #2.“ბრალდებული ცერცვაძე”:…“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა”…მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული- “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!* აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?უხ, თქვენი…ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად!!!" - წერს სოსო გოგაშვილი.შეგახსენებთ, რომ გადაცემაში სტუმრობისას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.ცოტა ხნით ადრე კი სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:"საქართველოში2020 წლის 21 მარტს დარტანიანმა და მუშკეტერებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 44 ადამიანი31 მარტს დაწესდა კომენდანტის საათი.ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 108დღეს ინფიცირებულია 11039 ადამიანისაქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი არის 100 000 მოსახლეზე 500-1000მდე ინფიცირებული, ე.ი. დაახლოებით 20 000დან -40 000 მდე ადამიანი ჯამში ქვეყნის მაშტაბით!!!( მუშკეტერების მიერ წლების განმავლობაში მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად)ისმის კითხვა: რატომ გამოცხადდა მაშინ და იყო თუ არა ეს კანონის ან/ და კონსტიტუციის დარღვევა?თუ არა, მაშინ რატომ არ ცხადდება დღეს იგივე?საგამოძიებო კომისია ზუსტად ამნაირ ფაქტებზე უნდა შეიქმნას და ხალხს უნდა აუხსნან ღიად და საჯაროდ ყველაფერი ეპიდემიაზე და საგანგებო მდგომარეობაზე, პასუხისმგებელმა პირებმა.შეგახსენებთ რომ ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაქტიურად ღიად განაცხადა და აღიარა, რომ კლინიკებში ჩვენს ხალხს უყურადღებობით კლავდნენ და არა კოვიდითთუ ხალხი აღარ ვართ და ცხვრები ვართ?ასეა?ცხვრები?" - ვკითხულობთ გოგაშვილის სტატუსში.ცნობისთვის, Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, 14 980 - პაციენტი კი გარდაიცვალა.416 1-ს მოსწონს |