x
4 მეთოდი, თუ როგორ მოვიშოროთ მშრალი ხველა მარტივად! - გიორგი ღოღობერიძე

4 გზა, თუ როგორ მოვიშოროთ მშრალი ხველა მარტივად!-გიორგი ღოღობერიძე
გიორგი ღოღობერიძე მშრალი ხველის საწინააღმდეგო მეთოდებს გვიზიარებს:

"კოვიდის მერე, ძალიან ბევრს აწუხებს მშრალი ხველა.

საქართველოში რომ, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიყენება, უმრავლესობა ხველაზე მაინც და მაინც ეფექტური არ არის.

ეს ინფორმაცია, გამოიყენეთ, მხოლოდ და მხოლოდ კოვიდის შემდეგ არსებულ ხველაზე.სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი, შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭის დაავადებით და ასე შემდეგ.

თუ ხველა, კოვიდის შემდგომ თვეს არ აგილაგდა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ შენ ის კიდევ დიდხანს დაგრჩება- ძალიან მაღალია.შეიძლება 6_9 თვეც კი გაგრძელდეს.

რა გავაკეთოთ მშრალი ხველის დროს?

1.მიიღე საკმარისი რაოდენობით სითხე

ორგანიზმს, როცა ტემპერატურა მაღალი აქვს, სითხე ორთქლდება, სასუნთქი გზები შრება და ამ დროს იწყება ხველება.

2.ორთქლის ინჰალაცია

ეს მეთოდი, ბავშვობაში ძალიან გავრცელებული იყო, რომელიც იდეალური გზაა, უფრო ეფექტურია, ვიდრე ხველის დამთრგუნავი მედიკამენტები.

3. თაფლი

მიიღეთ თაფლიანი და პიტნიანი ჩაი, თაფლი არის ხველის სუპრესანტი საშუალება. გაითვალისწინეთ თაფლის მიღება 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ შეიძლება!

4.ოთახში არავინ უნდა ეწეოდეს!

დაიმახსოვრეთ, ნიკოტინის კვამლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეს თქვენს ფილტვებში!"

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0