x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"რუსული ამერიკა" - როგორ ცხოვრობს ამერიკაში საბჭოთა პერიოდის ხალხი?
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ალბათ ყველა მეორე ადამიანის ოცნება - ამერიკული ოცნებაა. ბევრს აუხდა, მაგრამ მოლოდინებმა არ გაუმართლა, ბევრი კი კვლავ განაგრძობს ოცნებას.



ბრაიტონ ბიჩი მდებარეობს ნიუ-იორკში, ბრუკლინის სამხრეთით, რომელიც დიდი რაოდენობით რუსი ემიგრანტების თავშესაფრადაა ქცეული. პირველად რუსები იქ 70-იან წლებში გამოჩნდნენ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბრაიტონ ბიჩი საბოლოოდ გადაიქცა "რუსულ გეტოდ". ეს ტერიტორია დიდი ხანია გახდა "პატარა რუსეთი ამერიკაში" და ახლა, ის უცხოა მშობლიური ამერიკელებისთვის, რადგან იქ ნიშნების უმეტესობა რუსულ ენაზეა და ადგილობრივები საერთოდ არ საუბრობენ ინგლისურად, უპირატესობას ანიჭებენ მშობლიურ ენას.



ამერიკელი ფოტოგრაფი ბრიუს გილდენი "რუსულ ამერიკას" ესტუმრა და მის მაცხოვრებლებს სურათები გადაუღო. მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
726
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0