x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მერლინ მონროს მტკივნეული ცხოვრება - ნახეთ რისგან იტანჯებოდა ლამაზმანი
მერლინ მონროს მტკივნეული  ცხოვრება-ნახეთ რისგან იტანჯებოდა ლამაზმანი
მერლინ მონრო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალია, რომელიც ჰოლივუდის კინოსამყაროს საკულტო სახედ ითვლება. მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი - ნორმა ჯინ ბეიკერია. დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს, ლოს-ანჯელესში.

გიზიარებთ მერლინ მონროს ცხოვრებისეულ სირთულეებს რომელზეც ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს.

1. ტრავმული ბავშვობა

მანამ სანამ მერლინი, ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებოდა, მან არასტაბილური ბავშვობა განვლო-სავსე არეულობითა და მღელვარებით. იგი ხშირად იცვლიდა ბინებს და რამდენიმე წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესის ბავშვთა სახლშიც კი ცხოვრობდა.

მან ბავშვობის წლები მარტოსულობის გრძნობაში გაატარა. დედამისს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, პატარა მერლინი კი სულ რაღაც 2 კვირის იყო როდესაც ბავშვთა სახლს მიაბარეს.მოგვიანებით როდესაც მერლინმა წარმატებას მიაღწია, გლედი ხალხს ეუბნებოდა, რომ დედამისი იყო, თუმცა მისი არავის სჯეროდა.

2. გაყალბებული თავდაჯერებულობა

სინამდვილეში, მერლინი კულისებში წარმოუდგენლად შორს იყო მისი თავდაჯერებული, ეკრანული პერსონისაგან . მან მთელი ცხოვრება დაბალი თვითშეფასების და მთელი რიგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად გაატარა, რაც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს მისი წარმოუდგენლად მძიმე ბავშვობისაგან. მსახიობმა დონ მიურეიმ თქვა, რომ მერლინი კამერის წინ თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მან ასევე დაამატა, რომ სანამ კაშკაშა ვარსკვლავი სცენაზე გავიდოდა, ნერვიულობისგან გამონაყარი ტანზეც უჩნდებოდა.

3. მერლინი 16 წლის ასაკში გაათხოვეს

მერლინ მონრო სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც განუცხადეს, რომ მეზობელზე უნდა გათხოვილიყო, რადგან ფინანსურად ვეღარ ინახავდნენ.მერლინმა სკოლა მიატოვა და დაქორწინდა, ოჯახური ცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერთ წელში ის და დოუერტი განქორწინდნენ.

მოგვიანებით მონრო წერდა რომ, დოუერტთან ერთად იგი თავს დაუცველად გრძნობდა მარტო დარჩენის პირველივე დღიდან.
0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0