სხვა დასამალი არაა ქალები გრძელი ფეხებით მამაკაცების უმეტესობას მოსწონს, ნათქვამია "თვალი ჭამს და თვალი სვამსო" 2022, 26 იანვარი, 13:52
უკრაინაში ცხოვრებისას უამრავი გოგონა თუ ქალი მინახავს, როგორც იტყვიან "კისრამდე ფეხებით" რაც დამეთანეხმებით სასიამოვნო სანახავია.
საქართველოშიც შეხვდებით გოგონებს გრძელი ფეხებით, მაგრამ ისეთი რაოდენობით ნამდვილად არა, როგორც შეხვდებით უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში ან სერბეთში. ალბათ გენეტიკიდან მოდის ეს ფენომენი, თუმცა ბევრჯერ მინახია მაღალ მშობლებს საშუალო სიმაღლის შვილები რომ ჰყოლიათ. ქალი გრძელი ფეხებით განსაკუთღებით ზაფხულშია ლამაზი და სასიამოვნო სანახავი, მოგეხსენებათ ზამთარში ასე თუ ისე მაინც თბილად აცვია ადამიანს და გრძელ პალოში, კაბაში თუ მოსასხამში ისე ლამაზად და სრულად არ იკვეთება გრძელი ფეხები, როგორც ეს ჩანს ზაფხულში. ცნობილმა ქართველმა ფემინისტმა, ქალების უფლებების დამცველმა ქალბატონმა ბაია პატარაიამ განაცხადა და მოითხოვა ქალებს ნუ "აშტერდებით" ეს ბულინგის ტოლფასიაო, მაგრამ ქალბატონი ბაიას ჭკუაზე არ დადის ყველა ან როგორ უნდა აარიდო ქალს თვალი, რომელიც ულამაზეს გრძელ ფეხებზე დგას და სასიამოვნოდ მიგოგმანებს. არა, არც ისაა ლამაზი და მისაღები ასეთ ქალებს წინ გადაუდგეს ვინმე და სულელივით მიაშტერდეს, მაგრამ თვალი გააყოლო ლამაზ ქალს გრძელი ფეხებით, რომ მიდის ქუჩაში დანაშაული ვფიქრობ ნამდვილად არაა. სამწუხარო ის უფროა გრძელი ფეხებით ქართველს ქალებს და გოგონებს ნაკლებად შეხვდებით, სხვა თემაა სლავი ქალები რომლებიც ჯიშიანი არაბული ცხენივით მაღალ ფეხებზე "დგანან" და მტერს თუ მოყვარეს გულს უთბობენ. დაკვირდით ამ გოგოებს და მიხვდებით თუ რა სასიამოვნო სანახავია ქალი გრძელი ფეხებით, ნებისმიერ გარემოში და ნებისმიერ სიტუაციაში. სხვათაშორის არსებობს ვარჯიშების მთელი კომპლექსი, რომელიც მოზარდს საშუალებას აძლევს რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი გახდეს. +14 340 7-ს მოსწონს |