x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ისტორიას ახსოვს ვისაც ჩააცვეს, იმათგან ღალატის ფაქტები - 21-ე საუკუნეში აღარაფერი უნდა გვიკვირდეს
მრავალი პარალელი არსებობს ისტორიაში, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შეგიძლია გააკეთო მაგალითად. ლუდის პუტჩის მერე იტალიაში გაქცეული გერინგი რომ ათ წელიწადში ამნისტიით გერმანიში დაბრუნდა და ჰიტლერმა მეორე ადამიანად აქცია.
image

ისიც გახსოვთ, ეს ნარკოდამოკიდებული ვილჰელმა რომ ჰიტლერის წყალობით გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს მთავარსარდალი გახდა..... აიიიი, ვერმახტისთვის უმაღლესი, რაიხსმარშალის წოდებაც რომ მიენიჭა, მანდ მიქარა, თანაც მწარედ, ადოლფმა!

იმაზე მეტი ბერკეტი არავის უნდა მისცე სამართავად, ვიდრე შენგან ეკუთვნის და ვიდრე იმსახურებს....
კომფორტს გემო რომ გაუგო და ფუფუნებამ რომ ამხელა გაბარიტების კაცი სრულიად შეისრუტა, გერმანელი ხალხიც დაავიწყდა და საკუთარი დაპირებებიც, თორემ მანამდე, პირველ მსოფლიო ომში კი ისახელა თავი როგორც რიგითმა მფრინავმა გულწრფელი პატრიოტიზმით ... კომფორტამდე და ფუფუნებამდე უყვართ სამშობლო და ერი ადამიანებს!!!


..მერე? მერე ქონში ცურვას რომ იწყებენ, ტვინისა და გულის ჭანჭიკები დაზეთვისგან ეშვებათ და ინსტიქტებზე დამოკიდებულები ხდებიან....
როგორც იქნა, მთავართან მივედი: ამ სიტყვებით უყვირა 1943 წელს მოკავშირეთა დაბობვის შემდეგ ჰიტლერმა გერინგს:
„ბელადის პროფესია ეს არის დაპირებებისა და მათი შესრულების ზუსტი შესატყვისობა! ამას დაჰპირდით ხალხს?!გერინგ, თქვენ ერი მოატყუეთ! “

წარმოგიდგენიათ? ეს სიტყვები ჰიტლერს ეკუთვნის!!!
რამხელა პასუხისმგებლობას გრნობდა ჰიტლერიც კი საკუთარი ხალის მიმართ?!
აი, 1945 წელს, როდესაც გერინგს აცნობეს, რომ ჰიტლერი თვითმკვლელობას აპირებდა, ქონიანმა რაიხზე კონტროლის გადაბარების თხოვნით მიმართა ფიურერს. ჰიტლერმა სახელმწიფო და პარტიული თანამდებობებიდან მოხსნა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მაგრამ რაღა დროს???

ზოგჯერ, უფრო სწორად, ხშირად გვიანია თითზე კბენანი... ამიტომ ბოლოს კი არა, თავში იფიქრეთ, ბატონებო, სანამ ვინმეს ფრთის ქვეშ შეისვამთ და უბეში გამოიზრდით!
0
482
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0