x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138393
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?
image

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­საც ვერ წა­არ­თმევ, ისაა, რომ აქვს დიდი უნა­რი მის­და­მი სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ტე­რე­სის სა­ბა­ბი შექ­მნას. მო­რიგ და­ჭე­რა-და­კა­ვე­ბებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ახლა მან ინ­ტი­მით მი­ი­პყრო რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს მცხოვ­რებ­თა ყუ­რა­დღე­ბა.


კაც­მა რომ თქვას, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, პი­რა­დი და კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა ჩვენ­ში ჯერ კი­დევ გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ჩო­თი­როდ მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა დროს თა­ვი­სი მო­აქვს - დღეს პო­ლი­ტი­კო­სი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, ქო­ნე­ბა და ზნე­ობ­რივ-მო­რა­ლუ­რი მხა­რე გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს. თუ ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა სურს, იგი მზად უნდა იყო იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით... გა­ვიხ­სე­ნოთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ნა­ცი­ო­ნა­ლურ-სო­ცი­ა­ლის­ტურ-კო­მუ­ნის­ტუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა - "სა­უ­კე­თე­სო მე­ო­ჯა­ხე“, "მო­რა­ლუ­რად მყა­რი“, "ზნე­ობ­რი­ვად - სა­მა­გა­ლი­თო“...


არა­ვის­თვის არაა და­მა­ლუ­ლი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და, ან პი­რი­ქით, ქა­ლე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ მის ირ­გვლივ და ბუ­ზი­ვით ეხ­ვე­ოდ­ნენ. ასე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე ჰყავ­და, გვერ­დზეც ხში­რად იხე­დე­ბო­და ხოლ­მე), იგი­ვე მე­ორ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­შიც; ჯერ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტზე ქა­ლე­ბი კი­ე­ვი­დან და მოს­კო­ვი­დან "გა­მო­ი­წე­რა“, შემ­დეგ კი - უკვე კი­ევ­ში, პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და და მის მზე­რა­ში მო­ექ­ცა ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კო.



ვინ არის ლიზა იას­კო?



ლიზა იას­კო 1990 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და კი­ევ­ში. ლი­ზას მამა ალექ­სი ან­დრე­ე­ვი­ჩი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, ეროვ­ნუ­ლი ან­სამ­ბლის "კი­ე­ვის კა­მე­რა­ტას“ დი­რექ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ლი­ზას დე­დის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა, დე­დის ვი­ნა­ო­ბა არ­ცერთ მის ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. შემ­თხვე­ვი­თია თუ არა ეს, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში ცნო­ბე­ბი მისი დედ-მა­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რია. გარ­და ამი­სა, უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა და-ძმე­ბი.


სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2019 წელს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლიზა იას­კოს მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში და წერ­და, რომ ის არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფონ­დი­სა: "რუ­სუ­ლი მუ­სი­კა და კულ­ტუ­რა". ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას დე­პუ­ტატ­მა უპა­სუ­ხა, - ეს ფონ­დი მა­მა­მის­მა და­ა­არ­სა 2008 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რუ­სე­თი ყი­რი­მის ანექ­სი­ას მო­ახ­დენ­დაო...


ლი­ზას კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც მღე­რის, რისი ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იძებ­ნე­ბა.


ლიზა კი­ე­ვის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც პო­ლი­ტო­ლო­გის მა­გის­ტრის წო­დე­ბით და­ას­რუ­ლა. ბევ­რმა არ იცის, რომ იგი მოს­კო­ვის მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და ერთ-ერთი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით - 2013 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით.


სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.




0
5635
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
5635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0