x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122548
  • ვიდეო:355065
  • სურათი:494813
რამდენად კარგად გახსოვთ ეროსი მანჯგალაძის შემოქმედება და ცხოვრება?
image

დღეს, 26 იანვარს 40 წელიწადი შესრულდა გამოჩენილი ქართველი მსახიობის და სპორტული კომენტატორის ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებიდან.


17 წლის იყო ეროსი მანჯგალაძე, როდესაც გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტის მიერ ჩატარებულ დიქტორთა შესარჩევ კონკურსში, რის შედეგადაც, იგი დიქტორად გახდა.


მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში ეროსის ფრონტზე მიმდინარე ამბებს რადიოთი გადმოსცემდა, რის გამოც მას გამორჩეული ხმის ტემბრის გამო ქართველი "ლევიტანი უწოდეს".


„ხმა ჰქონდა რაღაც ჯადოსნური, ხავერდოვანი, დაბალი. კი არ ლაპარაკობდა — ღუღუნებდა. თითქოს მუსიკა იღვრებოდა მისი ბაგეებიდან.“- იხსენებდა მასზე მსახიობი მედეა ჩახავა.


პარალელურად, თეატრალურ ინსტიტუტშიც სწავლობდა, სადაც 1945 წელს, მესამე კურსზე სწავლის დროს, წარმატებით შეასრულა ტეტერევის როლი გიორგი ტოვსტონოგოვის მიერ დადგმულ მაქსიმ გორკის პიესაში „მდაბიონი“. თეატრალური ინსტიტუტი ეროსი მანჯგალაძემ 1947 წელს დაამთავრა.


სპორტულ კომენტატორად ეროსი დებიუტი შედგა 1946 წელს. ეს იყო პირველი საფეხბურთო რადიორეპორტაჟი ქართულ ენაზე.


ხალხში უჩვეულო პოპულარობის მიუხედავად, თანამედროვეთა გადმოცემით, ეროსი მანჯგალაძე მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა და მორიდებული ხასიათი ჰქონდა. ბუნებრივი სიმორცხვის დაძლევაში მას სცენა ეხმარებოდა, სადაც იგი ამა თუ იმ პერსონაჟის სახით ახერხებდა თვითგამოხატვას.საბა ტაბიძის როლში მსახიობმა ერთგვარად ასახა თავისი განცდები, უროლოდ დარჩენის გამო.გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მსახიობს თეატრში პრაქტიკულად როლებს აღარ აძლევდნენ, რასაც ძლიერ განიცდიდა.იგი მოულოდნელად გულის შეტევისგან გარდაიცვალა.


დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დაწესებულია ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიები: სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისათვის.


ქვემოთ მოცემულ კითხვარში 11 კითხვაა, შეამოწმეთ თქვენი მახსოვრობა, გაეცით სწორი პასუხები გააზიარეთ სოციალურ ქსელში.



image

ასევე იხილეთ

16 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცესს., საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს (1979), ორგზის საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს (1977, 1981), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელს (1991). ამის გარდა მსახიობი არის

რუსთ...


ქვიზი(ვიქტორინა) რომელსაც დღეისთვის ვიცნობთ, რა დროსაც მოთამაშეები ცდილობენ სწორი პასუხი გასცენ კითხვებს სხვადასხვა თუ ერთ თემაზე აგებულს, სათავეს იღებს მე-18 საუკუნიდან.პირველი ცნობები, როგორც ეტიმოლოგია შემონახულია 1780-იან წლებიდან ირლანდიაში. თავად სიტყვა "ვიქტორინა", რომელიც ჩვენთან მთელი გასული საუკუნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული, მოდის 19...


მაინც რამდენჯერ გაქვთ ნანახი "მხიარული რომანი?", ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ? ფილმის გადაღებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა და დღეისთვის ერთი შეხედვით პრიმიტულ სიუჟეტზე აგებული ფილმი საკულტო კომედიად იქცა, რაშიც ერთ-ერთი უპირველესი დამსახურება სწორედ ერთ მსახიობზე კონცეტრირებული სცენარია, იპოლიტე ხვიჩია მართლაც რომ შეუდარებლად თამაშობს, ამავე პრინციპზეა აგებულ...


115 წლის წინ 1906 წლის 13 ოქტომბერს(ძვ.სტილით 30 სექტემბერს ან სხვა ვერსიით17( 30 )სექტემბერს) დიმიტრი თაყაიშვილის და მარიამ ბერეჟიანის ოჯახში დაიბადა ლეგენდარული მსახიობი მე-20 საუკუნის "ბებიის" ეტალონი ქართულ კინოხელოვნებაში სესილია თაყაიშვილი. სესილიას თურმე პირველი როლი ჯერ კიდევ 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური...


0
1155
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0