სხვა ირლანდიელმა მკვდარი ბიძა ფოსტაში მიათრია, რათა მისი პენსია აეღო, თან ამტკიცებდა ცოცხალიაო 2022, 25 იანვარი, 10:53 კაცი, რომელმაც ბიძის ცხედარი ფოსტაში მიათრია პენსიის ასაღებად, ამტკიცებდა, რომ "არ იცოდა, რომ მკვდარი იყო" და არც მის გაქურდვას აპირებდა.
40 წლის დეკლან ჰოგნი(Declan Haughney) ამტკიცებდა, რომ არ უცდია 66 წლის პიდარ დოილის გაძარცვა მას შემდეგ, რაც მან და მისი მეგობარმა გარეტ კოკლიმ მხარზე გადაკიდებულებმა მიათრიეს პენსიონერი "ჰოსეის"საფოსტო განყოფილებასთან, რომელიც ხუთი წუთის სავალზე იყო მისტერ დოილის სახლიდან, რომელიც კარლოუში, დუბლინიდან სამხრეთით 50 მილის დაშორებით მდებაროებს, დეკლანი და მისი მეგობარი ამტკიცებდა, რომ ბიძამისი გზაში "პატარაზე დაეცა" და იმიტომ აღარ შეეძლო სიარული. ყოფილმა ნარკომანმა ჰოგნიმ ადრეც აღიარა, რომ დეიდას ფულს პარავდა. მის მშობლიურ ქალაქში მიაჩნიათ, რომ დეკლანმა მოკლა ბიძა და სცადა მისი გაძარცვა, რადგან მსგავსი საქციელი ადრეც ჩაუდენია. თუმცა, მისტერ ჰოგნი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და ამბობს, რომ ის "იდიოტი არ არის". „გუგული ვარ? გუგული ვარ? არა“, - განუცხადა მან გამოცემა Irish Mirror-ს. „რატომ უნდა მდომოდა ბიძაჩემის გაძარცვა? 40 წლის ვარ, დიახ, ბავშვი აღარ ვარ და აღარც ახალგაზრდა ბიჭი არ ვარ. „არ ვარ ეგეთი იდიოტი, რომ მიცვალებულთან ერთად "ჰოსეისში" მივიდე და მისი ფული ავიღო“. მისტერ ჰოგნიმ აღიარა, რომ მან მოიპარა დეიდას საბანკო ბარათი და პინი 15 წლის წინ, როდესაც ის ფოსტაში იმყოფებოდა და თაღლითობისთვის ორი წელიც მოიხადა. თუმცა იგი ამბობს, რომ სამი წელია ნარკომანი აღარაა და ბიძის გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ამბავი ძალზე წააგავს 1989 წლის კომედიას-Weekend At Bernie's, სადაც დაზღვევის აგენტები დაათრევენ აქეთ-იქით თავიანთი ბოსის გვამს და ცოცხლად ასაღებენ.(ქვემოთ აფიშა ფილმიდან) 692 4-ს მოსწონს
|