x
image
მადამ ფისუნია
ვინ არიან ლუვრის გადამხატები?

image

სალვადორ დალი, პაბლო პიკასო, მარკ შაგალი, ედგარ დეგა. ეს მხატვრები არა მხოლოდ ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი მხატვრები არიან, არამედ მათ საერთო გამოცდილებაც აქვთ - ძველი ოსტატების ნამუშევრების კოპირება ლუვრში. ესაა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დათარიღებული ხანგრძლივი ტრადიცია, ყოველწლიურად პარიზის მთავარი მუზეუმი გასცემს 250 ნებართვას მოყვარულ და პროფესიონალ მხატვრებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს გადახატონ თავიანთი არჩეული მხატვრული შედევრი.


პოსტიმპრესიონისტმა მხატვარმა პოლ სეზანმა ერთხელ თქვა: „ლუვრი არის წიგნი, საიდანაც ვსწავლობთ კითხვას“.


მართლაც, ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში, როდესაც იტალიელმა მხატვარმა სენინო ჩენინიმ დაწერა თავისი მხატვრის სახელმძღვანელო, „ხელოვნების წიგნი“, ეს ქმედება მნიშნნელოვნად იქნა მიჩნეული მხატვრული ზრდისთვის. ჩენინი წერდა: „როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ივარჯიშებ ხატვაში... შემდეგ დროა იტანჯო ტკივილებითა და სიამოვნებით დიდი ოსტატების ხელით შესრულებული საუკეთესო მხატვრობის ნამუშევრების მუდმივი კოპირებით“.


ლუვრმა თავისი კარი გადამხატთათვის 1793 წელს გააღო, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, რაც მარი ანტუანეტას თავი მოკვეთეს და ლუი XIV-ის სასახლე საჯარო მუზეუმად გადაკეთდა. გამოცხადდა, რომ ნებისმიერ მხატვარს უფასოდ მიეწოდებოდა ხელსაწყოები, რათა მიეღო შედევრის გადახატვის გამოწვევა. ეს დღესაც მოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლბერტები უფასოა, მხატვრებს მთელს მსოფლიოში შეუძლიათ და უწევტ ორ წლამდე დაელოდონ საკუტარ რიგს, რათა ერთ-ერთი საკმაოდ მოთხოვნადი და მეტად შეზღუდული ნებართვა მიიღონ.

ლუვრის გადამხატებს უფლება აქვთ იმუშაონ სამ თვემდე, გალერეებში წვდომა სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით დილის 9:30 საათიდან საღამოს 13:30 საათამდეა, შაბათისა და უქმე დრეების გარდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ ყურადღებით ამოწმებენ ლუვრის ოფიციალური პირები, რათა დარწმუნდნენ, რომ ნამუშევრები აკმაყოფილებენ მუზეუმის მკაცრ მოთხოვნებს. ტილოები უნდა იყოს ერთი მეხუთედით პატარა ან უფრო დიდი ვიდრე ორიგინალი, ასევე არ უნდა იყოს დატანილი რეპროდუქცირებულ ასლებზე მხატვრის ორიგინალური ხელმოწერა. როდესაც ეს გაყალბებისგან დამცავი გარანტიები შესრულდება, მათ ლუვრის ასლების ოფისის ხელმძღვანელი ბეჭდავს და ხელს აწერს, რის შემდეგაც ნამუშევრები შენობას ესკორტირებულად ტოვებენ.

ფრანგმა ფოტოჟურნალისტმა ივან გილბერმა მიიღო ნებართვა, სამი დღე გაეტარებინა მუზეუმში და გადაეღო გადამხატების სამუშაო პროცესი.

გილბერი ყველაზე მეტად აღაფრთოვანა გადამხატების თავდადებამ, კონცენტრაციამ და მოთმინებამ, რომლებიც მუშაობენ ლუვრის სტუმრების გარემოცვაში. მათ ატასი თვალი და ყური აკვირდება და აკომენტარებს მათ ქმედებას, რის ფონზეც, დამეთანხმებით, რომ მუშაობა საკმაოდ რთულია.

ლუვრის გადამხატობა ერთდროულად არის პრივილეგიაც და თან არცაა, რადგან ამ პრივილეგიის მოპოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად რასის, რელიგიისა თუ წარმომავლობისა.

ვფიქრობ ყველა მხატვარმა უნდა სცადოს ამ გამოწვევის მიღება...



0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0