x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ" - ნიკა ქავთარაძე

image

"ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვნონ სამსახური საკუთარი პროფესიით. ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა. ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს. პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ.

ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. მე და ჩემ ქარველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა - შოუბიზნესის. ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს ფსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული. არც ახლა მილხინს - დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში.

მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენეად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება. მაგრამ ეს ხომ საქართველოა. ხოდა, შეეშვით მორალის კითხვას - ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ. სხვა გზა არაა!

და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი. ეძებეთ მიზეზი - რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი. იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო. მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს - შეგვეშვით. უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ. ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება.

43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოთ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის. და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას. დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ. ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2x2-იც არ ესმის. თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად! დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი. წარმატებულ კვირას გისურვებთ - ყველა კარგ საქმეში"- წერს ტელეჟურნალისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.
0
256
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0