"ემირატების შეიხს უარი ვუთხარი, ჩადრი ჩემი სტილი არ არის... აქ ჩემი დაკუნთული ვიზუალი ბევრს უკვირს" - წარმატებული ქართველი ბოდიბილდერი "კონკიას ცხოვრებით"
ის, რომ ბულინგის მსხვერპლნი ხშირად ძლიერი ქალებიც ხდებიან, ამის კარგი მაგალითი მაკა ხიზანიშვილია. ის ფიტნეს-ინსტრუქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე 52 წლისაა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის.
მაკას ცხოვრება რაღაცით კონკიას ზღაპარსაც მოგვაგონებს - ადრე ბარის მიმტანადაც მუშაობდა, 50 წლის ასაკში კი ბოდიბილდინგის საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონი გახდა და თავზე მართალია სამეფო ვერა, თუმცა ფიტნეს-დედოფლის გვირგვინი ნამდვილად დაიდგა. მეუღლეს წლების წინ გაშორდა. დღეს მარტო ცხოვრობს და ამბობს, რომ სიყვარულისთვის არ ცხელა. აქვს სუსტი წერტილები და აუსრულებელი ოცნებებიც.
AMBEBI.GE წარმატებულ ქართველ ბოდიბილდერთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- ვინ არის მაკა ხიზანიშვილი?
- მაკა არის დედა, დედამთილი, ბებია, კარგი მეგობარი, ფიტნესში მწვრთნელი და წარმატებული სპორტსმენი.
- შენი გადასახედიდან, როგორია ქალი იდეალი?
- ძლიერი, წარმატებული, როგორც კარიერაში, ისე პირადში. ასევე ფინანსურად. ქალის იდეალი არ მყავს - ასეთი მე ვარ.
- დღეს რომ გადავხედოთ შენს განვლილ ცხოვრებას, წარმატებული ქალი ხარ?
- კი, ცხოვრებაში მქონია რთული პერიოდები, იყო დრო, როცა კარგადაც ვიყავი. ცხოვრებაში დავცემულვარ, თუმცა ისევ წამოვმდგარვარ ყოველთვის და გზა გამიგრძელებია.
ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ბმულზე>>>