ისტორია სიმართლე სტალინის შესახებ. 2012, 16 სექტემბერი, 15:26 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საინფორმაციო წყარო ადასტურებდა, რომ "დიდი ბელადი" მეორე მსოფლიო ომის დროს სულ კრემლის კედლებში იყო ჩაკეტილი და ისე იძლეოდა განკარგულებებს.ასეა აღწერილი უამრავ ფილმშიც, თავის კაბინეტში მჯდომი ან გლობუსთან მდგარი სტალინი. თუმცა, როგორც სტალინთან დაახლოებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაიორი ალექსეი რიბინი იხსენებს, ბელადი რამდენჯერმე იყო გასული ფრონტის წინა ხაზზე და პირადად ამოწმებდა საომარ ვითარებას.იგი უფრო მეტად მამაცი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მაღალჩინოსანი-დასძენს ალექსეი რიბინი. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, სტალინის ავტომობილი მოსკოვის მახლობლად ღრმა თოვლში ჩავარდა, ამ დროს გერმანელმა არტილერისტებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს.ბელადი სხვა მანქანაში გადასვეს, ხოლო თოვლში ჩავარდნილი ავტომობილი ტანკით ამოათრიეს.რიაბინის თქმით, გერმანელები რას წარმოიდგენდნენ, რომ მანქანაში თვით მთავარსარდალი იყო, თორემ მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ადგილის დაკავება და სტალინის ტყვედ ხელში ჩაგდება. 12034 14-ს მოსწონს |
გერმანელები სცემენ პატივს სტალინს და თქვენ მხოლოდ უარყოფიტი გიზიდავტ და მხოლოდ მას ხედავთ.თუმცა სილამაზეს მხოლოდ ლამაზი თვალები ხედავენ.