x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
7 შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტი, რომელთა შესახებ საუბარიც არავის სურს

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ისტორია მხოლოდ თარიღებისა და სახელების კრებულია, სინამდვილეში ეს ბევრად მეტია. ეს არის პატარა დეტალები, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ უფრო ღრმა ცოდნა კონკრეტული ეპოქის ან მოვლენის შესახებ. წარმოგიდგენთ ისტორიულ ფაქტებს, რომელთა შესახებ საუბარი არავის სურს.

1. 1992 წელს იაპონიამ ბოდიში მოიხადა მეორე მსოფლიო ომის დროს 200 000-ზე მეტი კორეელი ქალის სექს-მონებად ქცევის გამო იაპონელი ჯარისკაცებისთვის. ეს ქალები, ასევე ცნობილი როგორც "ნუგეშის ქალები", აირჩიეს იაპონელებმა. იაპონელები კორეელებს არასრულფასოვან რასად თვლიდნენ და სურდათ კორეელებისთვის ჩამოერთვათ თავიანთი კულტურა. ქალებს აიძულებდნენ დღეში 40-დან 50-მდე მამაკაცისთვის “ემსახურათ''. ვინაიდან ეს ქალები ჯარისკაცების კომფორტის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდნენ, ისინი წინა რიგებში იყვნენ და ბევრი მათგანი აფეთქების, ტყვიებისა და მკვლელობების შედეგად დაიღუპა. ომის შემდეგ ქალებს ცხოვრება გაუჭირდათ, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და ბევრმა მათგანმა შინ დაბრუნება ვეღარ შეძლო. ზოგი სახლში გაგზავნეს, როცა მოკავშირეთა ძალებმა იპოვეს, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ისინი სახლში დაბრუნდნენ, ოჯახებს მათი რცხვენოდათ.image

2. 1944 წლის ივნისში 14 წლის ჯორჯ სტინი გაასამართლეს და ელექტრო სკამზე სიკვდილი მიუსაჯეს 7 და 11 წლის ორი გოგონას მკვლელობისთვის. სტინი დაკითხეს პატარა ოთახში, მარტო - მშობლების გარეშე, ადვოკატის გარეშე. ამიტომ, ხალხი თვლის, რომ ბიჭი იძულებული გახდა ეღიარებინა მკვლელობები. ამის შემდეგ ის სასწრაფოდ წაიყვანეს სასამართლოზე და ორსაათიანი სასამართლო პროცესისა და ნაფიც მსაჯულთა 10 წუთიანი განხილვის შემდეგ, ბიჭი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სტინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი თანამედროვე დროში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ კი სტინის საქმეზე სასამართლო ისევ განახლდა.image

3. 1921 წელს რასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყო ტულსაში. რასობრივი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ნაკლებად ცნობილი შემთხვევა ამერიკაში. 30 მაისს აფროამერიკელი დიკ როულენდი ლიფტში თეთრკანიან ქალთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია რა მოხდა ლიფტში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ქალმა იყვირა და როულენდი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მეორე დღეს პოლიციამ როულენდი დააკავა და გამოძიება დაიწყო. შემდეგ გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ როულენდი ლინჩის წესით გაასამართლეს. ამან გამოიწვია ორდღიანი აჯანყება, როდესაც აფროამერიკელებმა დაწვეს მათი მამულები და სახლები გრინვუდში, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი მზარდი აფრო-ამერიკული ქალაქი იყო. შედეგად, დაახლოებით 300 აფროამერიკელი დაიღუპა. დაახლოებით 9000 აფროამერიკელი დარჩა უსახლკაროდ და ათასობით დააპატიმრეს.image

4. 1942 წელს ჰოლოკოსტის დროს სიკვდილის ბანაკებში მკვლელობების შესახებ ინფორმაცია პირველად გახდა საჯარო. ეს ამბავი ებრაელების განადგურების დაწყებიდან თითქმის 7 თვის შემდეგ გავრცელდა. გენოციდი დაიწყო პოლონეთის სიკვდილის ბანაკში, სადაც საშხაპე ფურგონები გამოიყენებოდა, როგორც მთავარი წყარო მათი მიზნების მისაღწევად. საბოლოოდ, გაზის ფურგონებმა 360 000 ებრაელი შეიწირა.image

5. 1692 წელს პირველი ადამიანები ალქაჯობაში დაადანაშაულეს და დაიწყო სალემის ალქაჯების სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც ორ პატარა გოგონას დაეწყო კრუნჩხვები და ექიმმა “დაადგინა", რომ მათზე მაგია მოქმედებდა. შემდეგ საზოგადოებამ დაიწყო ძირითადად შუახნის ქალების დადანაშაულება ალქაჯონაში. შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 20-მდე სიკვდილით დასაჯეს. სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა ერთი წლის შემდეგ, როდესაც გუბერნატორი მიხვდა, რომ მრავალი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირეს.image

6. 1952 წელს ლონდონი სმოგით დაიფარა. საშინელი სმოგი გამოჩნდა მაშინ, როდესაც მოსახლეობამ გასათბობად ნახშირის დაწვა დაიწყო. ხოლო კვამლის, ჭვარტლისა და გოგირდის დიოქსიდის ნარევმა მიმდებარე ქარხნებიდან და მანქანებიდან გამოიწვია ძლიერი სმოგი, რომელმაც დაფარა ქალაქი. სმოგი 5 დღე გაგრძელდა და 4000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიკვდილიანობის დიდი ნაწილი გამოწვეული იყო რესპირატორული დაავადებებით, რადგან ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა და ღებინება ჰქონდათ. გარდა ამისა, ხილვადობა შეზღუდული იყო, რადგან მზის შუქი საერთოდ არ ჩანდა. როდესაც სმოგისგან ქალაქი საბოლოოდ გაიწმინდა, ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც მოსახლეობას უკრძალავს ნახშირის გამოყენებას სახლების გასათბობად.image

7. 1967 წელს დეტროიტში არეულობები დაიწყო. აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი არეულობისას 43 ადამიანი დაიღუპა და 1400-ზე მეტი დაშავდა. ერთკვირიანი არეულობები გამოწვეული იყო აფროამერიკელების იმედგაცრუებითა და ბრაზით უკიდურესი სიღარიბის, რასიზმისა და რასობრივი სეგრეგაციის, პოლიციის სისასტიკისა და ეკონომიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ნაკლებობის გამო. ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია შეიჭრა ვიეტნამის ომის ვეტერანთა წვეულებაზე და დაარბია ის. საბოლოოდ, ეროვნული გვარდია გამოიძახეს ძალადობის შესაჩერებლად.image

0
2012
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2012
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0