ისტორია 13 გენიალური გამოგონება, რომლებსაც პირველ მსოფლიო ომს უნდა ,,ვუმადლოდეთ" 2021, 31 მარტი, 12:31
პაციენტის სახეზე კანის გადანერგვის პირველი ოპერაციები ჩაატარა ქირურგმა ჰაროლდ გილსმა ახალი ზელანდიიდან. ექიმი ბრიტანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს დაზიანებული სახეებით ეხმარებოდა. ოპერაციების მაქსიმალურად ეფექტურად ჩასატარებლად, გილსი რჩევებს იღებდა სკულპტორებისგან. ომის დასრულების შემდეგ, ექიმმა დაწერა წიგნი “სახის პლასტიკური ქირურგია" და ეხმარებოდა ომის შედეგად დაზარალებულ ხალხს სახეზე სხვადასხვა დამწვრობებით და ჭრილობებით. პირველი პროტეზირებული კიდურები, მსუბუქი, გამძლე და მდგრადი, ალუმინისგან შეიქმნა და მისიწარმოება მასობრივად დაიწყო სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს პერიოდში. 1912 წელს ასეთი პროტეზი პირველად შეუქმნა ბრიტანელმა ინჟინერმა ჩარლზ დეზუტერმა თავისი მფრინავი ძმისთვის, რომელმაც ფეხი ავიაკატასტროფაში დაკარგა. მართალია ალუმინის პროტეზები ხისაზე გაცილებით ძვირი ჯდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ ისინი გაცილებით დიდხანს ემსახურებოდნენ მფლობელებს. საბრძოლო მოქმედებები არღვევს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების წესს, აიძულებს მათ მიატოვონ თავიანთი სახლები და იშიმშილონ. ამ დროს ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან. 1916 წელს, ბერლინში, ექიმმა კარლ გულდჩინსკიმ კვარცის ნათურებით პირველად დაასხივა ლტოლვილი ბავშვები, რათა რაქიტისთვის ემკურნალა. როდესაც გაირკვა, რომ ხელოვნური რუჯი ძვლებს ამაგრებდა, კვარციზაციის გამოყენება მთელს გერმანიაში დაიწყეს. ომის შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით ასეთი სახის მკურნალობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. საოპერაციო ხალათების გამოგონება უკავშირდება ფრანგ ექიმს რენე ლერიშს. წინა ხაზის ქირურგმა მოითხოვა, რომ გამოკვეთილიყო ქირურგიული ფორმა ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმისგან ფერით, რათა ხაზი გაესვა მის სტერილობასთან მიმართებაში გაზრდილ მოთხოვნებს. პირველ მსოფლიო ომამდე ექიმები ჭრილობების გადასახვევად ძალიან პრიმიტიულ ნივთებს იყენებდნენ, როგორიცა სპირტიანი ხავსი ან უბრალო ნაჭერი. 1914 წელს კომპანია Kimberly-Clark-მ ბამბის დისკები დააპატენტა, მდედრობითმა სამედიცინო პერსონალმა კი მას სხვა, ალბათ უფრო საწირო გამოყენების მეთოდიც უპოვეს. ომის დასრულების შემდეგ, ჭრილობების გადასახვევეი საფენები აღარ სჭირდებოდათ, ქალების მხრიდან კი მათზე მოტხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა. ამიტომ, Kimberly-Clark მა ბამბის დარჩენილი ნაწილი მთლიანად ქალებისთვის ბამბის საფენებზე გამოჰყო. 1920 წელს კი გამოჩნდა ბაზარზე ბრენდის Cotex ის ბამბის საფენები. მართალია ტყავის ქურთუკები უხსოვარი დროიდან იკერებოდა, მაგრამ მათი მასობრივი გამოყენება ომის პერიოდში დაიწყეს. ტყავის ქურთუკები არ სველდებოდა, არ იბერებოდა და ჯარისკაცს ტილები აღარ ესეოდნენ. ომის შემდეგ ტყავის ქურთუკები მთელს მსოფლიოში გავრცელდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში კი ეს ტანსაცმელი განსაკუთრებით ბოლშევიკებს მოეწონათ. 1913 წელს შვედური წარმოშობის ამერიკელმა გედეონ სვინდბეკმა დააპატენტა ახალი ტიპის შესაკრავი- ელვა. პირველად ასეთი სახის შესაკრავი დიდი ბრიტანეთის და კანადის მეზღვაურებს მოეწონათ, თუმცა მათ ზირითადად დოკუმენტების ჩანთებისთვის იყენებდნენ, 2000 იან წლებში ელვიანი შესაკრავით კომპანია Hermes-ი დაინტერესდა ჩანთებისთვის, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ასეთ შესაკრავებს მამაკაცის შარვლებს აკერებდნენ. მართალია პარაშუტის კონცეფცია ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა აღორძინების ეპოქაში, ხოლო საჰაერო ბურთიდან პირველად ფრანგი ანდრე ჟაკ გარნერენი გადმოხტა 1797 წელს, მაგრამ 1912 წელს რუსმა მსახიობმა და ინჟინერმა გლებ კოტელნიკოვმა დაასრულა მოწყობილობა და წარმოადგინა მსოფლიოში პირველი კომპაქტური ზურგჩანთის პარაშუტი, რომლის წაღებაც შეიძლებოდა თვითმფრინავის მჭიდრო კაბინაში. პარაშუტის სისტემის “მონათვლა" 1918 წელს მოხდა საფრანგეთის ბრძოლის დროს. ამ გამოგონებამ სიკვდილს გადაარჩინა ფრანგი მფრინავები, ასევე პარაშუტის წყალობით გადაჰქონდათ სხვადასხვა ტვირთები და ასაფეთქებელიც კი. საათის პირველი მფლობელები, რომლებიც არა ჯაჭვზე, არამედ სამაჯურზე იყო დაფიქსირებული, პირველი მსოფლიო ომის მფრინავები იყვნენ. სამოქალაქო პირები ირონიულად უყურებდნენ ქრონომეტების ტარების ამ მეთოდს და არასოლიდურად მიიჩნევდნენ. რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა იმას, რომ ხალხს ჯიბის საათები მაჯის საათებით ჩაენაცვლებინა. "უჟანგავი ფოლადი" თითქმის შემთხვევით გამოიგონა ინგლისურ შეფილდში მეტალურგმა ჰარი ბრეარლიმ. სპეციალისტმა მიიღო სამხედრო განყოფილებისგან ბრძანება საარტილერიო ლულების მდგრადი შენადნობის შექმნის. ასეთი ლითონისგან დამზადებულ ქვემეხებს შეეძლლოთ განუწყვეტლივ გაეხსნათ ცეცხლი გადახურების გარეშე. ბრეარლი ვერ გაუმკლავდა ამ დავალებას, თუმცა მის ექსპერიმენტულ ნიმუშებს შორის იყო ნარჩენები, რომლებიც კოროზიას არ ექვემდებარებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ეფექტის მიღება შესაძლებელია ფოლადში ქრომის დამატებით. შუა ომის პერიოდში, გერმანია ენერგეტიკული კოლაფსის პირას იყო, ამიტომ 19.04.1916 23:00 საათზე გადაწყვიტეს დროის ერთი საათის გადაწევა, რათა დღის სინათლე სრულად გამოეყენებინათ განათების ეკონომიაც გაეკეთებინათ. 21 მაისს ასეთი ზომა მიიღეს დიდ ბრიტანეთში, ხოლო რუსეთში ისრების გადაწევა დაიწყო ერთი წლის შემდეგ. გერმანელებმა გააუქმეს გადაწევა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შემდეგ ისევ შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, შემდეგ კი კვლავ გააუქმეს 1970-იანი წლების შუა წლებამდე, რომელიც ცნობილი იყო მათი ნავთობის კრიზით. XVI საუკუნის იტალიელი ექიმის გაბრიელ ფალოპიუსის გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავდა სიფილისისაგან დაცვას, მაშინ, როდესაც ევროპაში შუა საუკუნეებში მძვინვარებდა, თავდაცვის ამ საშუალებას მკაცრად გმობდა ეკლესია და საზოგადოება 300 -ზე მეტი წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს პირველებმა გერმანელებმა დაიწყეს თავიანთი ჯარისკაცების მომარაგება პრეზერვატივებით, შემდეგ მათ მაგალითს მიბაძეს ფრანგებმაც. 1917 წელს, პურიტანული მორალის დათრგუნვი შემდეგ, ბრიტანელებმაც დაიწყეს კონტრაცეპტივების მოხმარება. აღმოჩნდა, რომ პრეზერვატივი ერთადერთი საშუალება იყო, რომელსაც შეეძლო ვენერიული დაავადებების ეპიდემიის შეჩერება ჯარებში. 1917 წლის მონაცემებით, სამეფო არმიის რიგებში 400 000 ზე მეტი ჯარისკაცი იყო დაავადებული სიფილისით. 60-იანი წლების სექსუალური რევოლუციამდე პრეზერვატივებზე ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა და მათზე დიდი მოთხოვნაც არ იყო. შემდეგ, ინოვაციური ხედვის ახალგაზრდებმა ხელი შეუწყეს ამ შესანიშნავი პროდუქტის გავრცელებას და დღეს პრეზერვატივის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ. 736 1-ს მოსწონს
|