კულტურა "საყვარლები არასდროს მყოლია, მხოლოდ ქმრები მყავდა!" -10 საინტერესო ფაქტი ირინა ალეგროვას შესახებ 2022, 20 იანვარი, 15:12
დღეს.20 იანვარს 70 წელი შეუსრულდა რუს პოპ-მომღერალს ირინა ალეგროვას, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა младший лейтенант, с днем рождения, императрица, незаконченный роман, я тучи разведу руками და სხვა.გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.
1)ირინა ალეგროვა დაიბადა 1952 წლის 20 იანვარს დონის როსტოვში და 9 წლის ასაკში მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ბაქოში. მამა, ეთნიკურად სომეხი ალექსანდრე სარქისოვი ახალგაზრდობაში ცირკში მუშაობდა და სწორედ იქ შეარქვეს მეტსახელი „ალეგრო“, რაც იტალიურად ნიშნავს „ მხიარულს“, ამიტომ მომღერლის გვარი - ალეგროვა მამის შემოქმედებითი ფსევდონიმია. ირინა ალექსანდროვნას მამა იყო რეჟისორი, აზერბაიჯანის სსრ და რსფსრ-ს დამსახურებული არტისტი. 2)მათი ხშირი სტუმრები იყვნენ მესტილავ როსტროპოვიჩი, გალინა ვიშნევსკაია, არამ ხაჩატურიანი და მუსლიმ მაგომაევი, რომლებმაც ირინას პირველი ვოკალური გაკვეთილები ჩაუტარეს. გოგონა სწავლობდა ბაქოს კონსერვატორიასთან არსებულ საუკეთესო მუსიკალურ სკოლაში, ასევე სწავლობდა ბალეტს, მას უწინასწარმეტყველებდნენ, რომ კარგი პიანისტი დადგებოდა, მაგრამ ბედი სულ სხვაგვარად წარიმართა. ბაქოს კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების დაწყებამდე, სადაც ალეგროვა ფორტეპიანოს განხრით აპირებდა ჩაბარებას, ავად გახდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ვოკალის ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ ვერ ჩაირიცხა. 3)პირველად მომღერალი 18 წლის ასაკში გათხოვდა, ცოლად გაჰყვა სიმპათიურ კალათბურთელ გიორგი ტაიროვს, რომელზეც ბაქოში გოგოების ნახევარი გიჟდებოდა, 20 წლის ასაკში მათ ქალიშვილი ლალუ შეეძინათ. მაგრამ ადრეული ქორწინება, თავად მომღერლის თქმით, შეცდომა იყო და ხანმოკლე აღმოჩნდა, წყვილი მალევე განქორწინდა, როდესაც ლალა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. გიორგი მაშინ ძალიან განაწყენებული იყო ირინაზე და ლალას ამის შემდეგ მამა აღარც უნახავს. 4)ალეგროვამ მეორე ქმარი 1974 წელს გაიცნო. კომპოზიტორ ვლადიმერ ბლეხერთან ქორწინება 5 წელი გაგრძელდა. ვლადიმერი ხელმძღვანელობდა ანსამბლ «Поющие юнги»ს, რომელშიც იგორ კრუტოიმ და ალექსანდრე სეროვმა დაიწყეს მუსიკალური კარიერა. შემდეგ ბლეხერმა გახდა ჯგუფ "Молодые голоса'-ს ხელმძღვანელი, სადაც ირინა სოლისტი იყო, მაგრამ ჯგუფი სწრაფად დაიშალა და ირინა დარჩა სამუშაოდ ახალ ანსამბლის, "Факел"-ის შემადგენლობაში, კრუტოისთან და სეროვთან ერთად, ასევე გამოჩნდა ბასისტი ვლადიმერ დუბოვიცკი. სწორედ მან ალეგროვა ბლეხერს „წაართვა“, მეორე ქორწინება ქმრის დაპატიმრებით დასრულდა – იგი სავალუტო მაქინაციების გამო დააკავეს. 5)ვლადიმერ დუბოვიცკისთან ერთად ალეგროვა მოსკოვში გაემგზავრა და სწორედ მაშინ დაიწყო მისი ვარსკვლავური კარიერა. მუსიკოსმა მეუღლეს ურჩია შეეცვალა იმიჯი და მოკრძალებული საკონცერტო კოსტიუმების ნაცვლად, სცენაზე გამოჩნდა ცნობილი გამჭვირვალე კოსტიუმებით და ღრმა დეკოლტეებით, ხოლო მუქი გლუვი თმის ნაცვლად, ქერა დახვეული კულულებით. ანსამბლ "ელექტროკლუბში", რომელსაც მისი მესამე ქმარი დუბოვიცკი ხელმძღავნელობდა, ირინა ალეგროვას კარიერა სწრაფი აღამასვლა დაიწყო. 6)მეოთხე ქმარი ალეგროვამ თავად "აახია" ოჯახს. მას სიგიჟემდე შეუყვარდა მოცეკვავე იგორ კაპუსტა, რომელიც მუშაობდა ალა პუგაჩოვასთან ერთად . როგორც მოგვიანებით თავად იგორმა აღიარა, მან იგრძნო მომღერლის გადაჭარბებული ყურადღება და მისმა მეუღლემ ეჭვიანობის სცენები მოუწყო. ერთხელ, ცოლთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, სადარბაზოდან გავარდა, სადაც ალეგროვას "09" ელოდა და მომღერალთან ერთად გაემგზავრა "ახალ ცხოვრებაში."ამ დროს ალეგროვა 44 წლის იყო, ხოლო მისი ახალი გატაცება იგორ კაპუსტა 35 წლის. 7)- საყვარლები არასდროს მყოლია, მხოლოდ ქმრები მყავდა! - ამბობს მომღერალი. მაგრამ არტისიტის გარემოცვა რეგულარულად სხვა რამეს ამბობს. ირინა ალეგროვა მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა იგორ კრუტოისთან და წლების განმავლობაში გახდა კომპოზიტორისითვის ძალზე ახლობელი ადამიანი ნ. კრუტოიმ ირინა ალეგროვა 1976 წელს გაიცნო, მაგრამ მომღერლისთვის პირველი სიმღერა მხოლოდ 1990 წელს დაწერა. კომპოზიტორისა და მომღერლის ერთობლივი დუეტი незаконченный роман(დაუმთავრებელი რომანი) კრუტოისთვის კინაღამ განქორწინებით დასრულდა საყვარელ მეუღლესთან. სიმღერა მყისიერად იქცა ჰიტად და თაყვანისმცემლებმა სწრაფად "დააქორწინეს" ისინი ერთმანეთთან. მაგრამ, იგორ კრუტო ამბობს, რომ მათ აქვთ „გრძელვადიანი პლატონური ურთიერთობა“, თუმცა ეს ნაკლებად სჯერა ვინმეს. 8)ალეგროვას სიმღერები «Императрица», «Угонщица», «Младший лейтенант» და სხვები უკვე წლების განმავლობაში კარაოკე-ბარების უდავო ლიდერები არიან. 9)ირინა ალეგროვა, ოგორც სომეხი ხალხის გამორჩეული წარმომადგენელი, არის სომხური მუსიკის ჯილდოს მფლობელი(Armenian Music Awards )მუსიკალური მიღწევებისთვის. ეს ჯილდო ირინასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მანამდე მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს, შარლ აზნაურს მიენიჭა ეს წოდება. 10)ახლა ალეგროვა მარტო ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, სოფლის ტიპის დასახლებაში აგარაკ "საბჭოთა მწერალში" (ტროიცკის მახლობლად) სადაც ბედნიერებისთვის ყველა პირობაა: შეგიძლიათ ისეორნოთ, იბანაოთ, დაკავდეთ სპორტით და ბოლო-ბოლო ქალაქის ხმაურისგან თავი დააღწიოთ. ფოტოზე: ალეგროვა დედასთან სერფიმასთან, ერთადერთ ქალიშვილ ლალასთან და შვილიშვილ ალექსანდრესთან ერთად 1856 3-ს მოსწონს
|