x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი ტრაგიკულად დაიღუპა

image

გასპარ ულიელი, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში 'სენ-ლორანი მე ვარ სტილი“, "ხანგრძლივი ნიშნობა" „ბელფეგორი ლუვრის აჩრდილია“, „პარიზი, მიყვარხარ“ და სხვები გარდაიცვალა სათხილამურო ტრასაზე ტრავმის მიღების შედეგად, იტყობინება ფრანგული მედია. ის 37 წლის იყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს გრენობლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ცნობილია, რომ მსახიობი სავოიის სამთო-სათხილამურო კურორტ ლა-როზიერში ისვენებდა, წერს BFM.

18 იანვარს გასპარი თხილამურებით ლურჯ ტრასაზე (დაბალი სირთულის)სასრიალოდ წავიდა.

დაახლოებით 16 საათზე მსახიობი ორი გზატკეცილის კვეთაზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. რა გახდა ტრაგედისს მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. Le Dauphine Libere-ის ცნობით, ულიელი შესაძლოა სხვა მოთხილამურეს შეეჯახა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა მაშველებმა გასპარ ულიელი ვერტმფრენით საავადმყოფოში ერთი საათის შემდეგ გადაიყვანეს.თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, იგი 19 იანვარს გარდაიცვალა.



image

გასპარ ულიელი დაიბადა 1984 წელს ბულონ-ბიანკურში, საფრანგეთი. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო ფილმის "ქალი თეთრებში" გადაღების შემდეგ. ამას შემდეგ მან ითამაშა ბევრ ფრანგულ ფილმში . ულიელი მსოფლიოში ცნობილი გახდა, როდესაც ითამაშა ფილმში "ჰამიბალის აღზევება", სადაც მსახიობმა ცნობილი ბოროტმოქმედისახალგაზრდობის დროინდელი როლი შეასრულა.

2014 წელს გასპარ ულიელმა ითამაშა ცნობილი კუტურიეს ივ სენ ლორანის როლი. ამ როლისთვის ის იყო ნომინირებული "სეზარის" ჯილდოზე.

ცოტა ხნის წინ ხნის წინ მსახიობმა ითამაშა სერიალში "მთვარის რაინდი", რომელიც წელს გამოვა.

0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0