საზოგადოება "აზრი აღარ აქვს თავის დაცვას, რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ" - რაზე საუბრობს მაკა რაზმაძე 2022, 19 იანვარი, 14:19 ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კორონა ვირუსის ახალ შტამ ომიკრონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:"მგონი აზრი აღარ აქვს თავის დაცვას. რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ ეს ომიკრონი რომ მალევე გავისტუმროთ. მაინც ყველა მოიხდითო და რაღას ვიკლავ თავს ამ კუკუდამალობიით" - ვკითხულობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი "ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და ასევე ბუსტერ-დოზით იყო ვაქცინირებული."ომიკრონი" მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს – გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.გებრეიესუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია.290 შეფასება არ არის |