მუსიკა გამოიცანით ვინ არის გიტარით ხელში? - ცნობილი მომღერლის ქალიშვილი მამის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს 18 იანვარი, 16:03 ![]() ქეთის სურდა გაეგო ვინაა გოგონა, რომელიც მამამისთან ერთად სცენაზე, თუმცა როგორც კომენტარებიდან ირკვევა საბოლოოდ მისი ვინაობა გაურკვეველი დარჩა. -ეს გოგო ვინ არის, სამწუხაროდ არ ვიცი. მამა სტუდენტობის დროს, ქალბატონ დოდო ბრაინსბურგთან ერთად უნივერმაღში მღეროდა. თუმცა ეს ფოტო უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლისას არის გადაღებული. კომენტარებში თემურ წიკლაურის ახალგაზრდობის დროინდელ ფოტოზე ამგვანებენ მის შვილიშვილს, ანდრო გოგიბედაშვილს. ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა, თემურ წიკლაურის საფლავზე, სადაც მისი ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს.სავარაუდოდ ქურდებს წიკლაურის ძეგლი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ეგონათ, მაგრამ რომ მიხვდნენ, რომ ხეირს ვერაფერს ნახავდნენ, შეეშვნენ: ![]() კარგი იდეა მომცა ახლობელმა, ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ - გააკეთე ნიშნული, სადაც ეწერება, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული! :)) დიახ, ძეგლის მასალაა: პოლიურეთანი, შეღებილია აკრილის საღებავით. გმადლობთ ყურადღებისთვის", -აღნიშნა ქეთი წიკლაურმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მოღერალი თეიმურაზ წიკლაური 2021 წლის 1 თებერვალს კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა გორის ჰოსპიტალში.მომღერალი 75 წლის იყო. თემურ წიკლაურის რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორისაა: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო-დინამო", ასევე პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით "ნიკორა", თავადის ქალო", "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ", "მეეტლევ", "გული არა ბერდება" და სხვა. 810 5-ს მოსწონს
|