"შოკში ვიყავი, ვკანკალებდი ემოციებისგან, ვკიოდი, ვწიოდი, ამ ადამიანს ყველა უნდა იცნობდეთ" - ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა
18 წლის ბიჭმა, ალთაი ფაშაევმა თბილისში, ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 6 000 ლარამდე თანხა იყო. ბიჭმა თანხა პოლიციაში მიიტანა, პოლიციამ კი პატრონს დაუბრუნა.
ალთაი ბოლნისში დაიბადა. ის 4 წლიდან საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვიდა. უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და საკუთარი შემოსავალი აქვს. 18 წელი ზუსტად იმ დღით შეუსრულდა, როცა ფული იპოვა. ამბობს, რომ ფულის აღება წუთითაც კი არ უფიქრია.
"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. საფულე დავინახე, რომელიც ძირს ეგდო, ავიღე გავხსენი და შიგნით დიდი თახა იყო. პოლიციაში წავიღე და ვიდრე ფულის პატრონი არ მოვიდა, იქიდან ფეხი არ მოვიცვალე“, - ამბობს ალთაი.
როგორც გაირკვა, თანხა ციცი ხოტენაშვილმა დაკარგა. ამბობს, რომ თანხის დაკარგვის შესახებ რომ შეატყობინეს, ძალიან ცუდად გახდა. დარწმუნებული იყო, რომ თანხას უკან არავინ დაუბრუნებდა. საბედნიეროდ, ეს თანხა კეთილმა ადამიანმა იპოვა...
სიუჟეტი იხილეთ ბმულზე>>>
ავტორი: თიკო გურაშვილი