x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრაგედია წალენჯიხაში - რა იყო უკანასკნელი პოსტი, რომელიც დაღუპულმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში გააზიარა

image


"ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან“, - ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულმა პედაგოგმა მაია ფიფიამ 30 დეკემბერს გააზიარა სოციალურ ქსელში.


წალენჯიხაში, წუხელ შვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ საკუთარი დედა, 53 წლის ქალი იმსხვერპლა. მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო. ქალი თავის არეში ტირის თოფით დაიჭრა.

„უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და შემთხვევით დედას მოხვდა, საძილე არტერიაში… აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა“-განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

"უბედური შემთხვევა იყო კი, ძალიან ტკბილი ოჯახი, იქიდან ერთი ხმა არ გაგვიგია. ყველა შეესწრო, მამა, დედა, შვილი, " - ამბობენ ადგილობრივები.

ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს მცირე ზომის ჭრილობა ხორხის არეში აღენიშნებოდა.

"შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მიუხედავად დროულად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ამბობენ საავადმყოფოში.

ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.



0
936
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0